Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ფრანგმა და ინგლისელმა ფანებმა მარსელში იჩხუბეს
2016-06-10 12:59 | ნახვები: 4813
1234567
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ფრანგი და ინგლისელი ფანები მარსელში ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც The Telegraph-ი იტყობინება, შეტაკება გუშინ ღამით, მარსელის ერთ-ერთ უბანში, ირლანდიურ ბართან მოხდა, სადაც ინგლისელი გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილნი. პოლიციას მოჩხუბართა დასაშოშმინებლად ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა.

ჩხუბის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო ერთმა ინგლისელმა ქომაგმა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბოლო ინფორმაციით, პოლიციამ ორი ინგლისელი დააკავა.

ინგლისელები ირწმუნებიან, რომ ჩხუბი მათი ინიცირებული არ ყოფილა და მათ მოულოდნელად დაესხა თავს ხელნაკეთი იარაღებით აღჭურვილი ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც ყვიროდნენ - “ცემეთ ინგლისელები”.

“ისინი ჯერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, შემდეგ კი თავს დაგვესხნენ. ჩვენები ცუდს არაფერს აკეთებდნენ. მართალია ზოგიერთმა ბევრი დალია, თუმცა ეს იყო და ეს, ისინი არაფერს აშავებდნენ” - ამბობს ლიდსელი ქომაგი სახელად საიმონი.

“ეს დაგეგმილი თავდასხმა იყო. მათ ზუსტად იცოდნენ სად ვიმყოფებოდით და ჩვენთვის ზიანის მოყენება ჰქონდათ მიზნად” - აცხადებს კიდევ ერთი ინგლისელი გულშემატკივარი, კრის ლორდი.

მომხდარს საფრანგეთის პოლიცია იძიებს.



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045517