Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
პორტუგალიის ბოლო შანსი
2016-06-22 01:01 | ნახვები: 6372
port.jpg
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დღეს დასრულდება. F ჯგუფში ორი შეხვედრა შედგება, რომელთაგან ერთი “სტად დე ლიონზე” გაიმართება, სადაც ერთმანეთს უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ორი ტურის შემდეგ ბევრისთვის მოულოდნელად ჯგუფის ლიდერი 4 ქულით უნგრეთის ნაკრებია. ტურნირის დაწყების წინ ამ ოთხეულში ფავორიტებად პორტუგალიის და ავსტრიის ნაკრებები მიიჩნეოდნენ, თუმცა ორი ტურის შემდეგ ყველაფერი საპირისპიროდაა...

უნგრეთმა პირველ ტურში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და ავსტრია უშანსოდ დატოვა, ხოლო მეორე მატჩში ისლანდიასთან მარცხს მხოლოდ ბოლო წუთებზე გადაურჩა. ნაკლებად სავარაუდოა, რომBბერნდ შტორკმა განსაკუთრებულ ცვლილებს მიმართოს და დიდი ალბათობით იმ მოთამაშეებს დაეყრდნობა, რომელთაც გასულ მატჩებში ენდო.

“მადიარელებს” ატილა ფიოლა ჰყავთ ტრავმირებული, ხოლო დანიელ ბოდეს თამაში საეჭვოა.

პორტუგალიის ნაკრებმა განვლილ შეხვედრებში უამრავი მომენტი შექმნა, მაგრამ რეალიზების მხრივ ფერნანდუ სანტუშის შეგირდები ძალიან მოიკოჭლებენ, რაც სატურნირო ცხრილში აისახა და თუ ამ კომპონენტში დღესაც ასე ითამაშებენ, შესაძლოა ფლეი-ოფის მიღმაც აღმოჩნდნენ.

განსაკუთრებით ბევრ მომენტს აფუჭებენ ლუის ნანი და კრიშტიანო რონალდუ, რომელმაც წინა ტურში სულაც პენალტი ვერ გამოიყენა. ამიტომაც, “ლუზიტანთა” მთავარი იმედები დღეს განსაკუთრებული მოტივაციით ითამაშებენ და ეცდებიან, რომ წინა მატჩებში დაშვებული შეცდომა გამოასწრონ. დიდი ალბათობით, სანტუშიც იმ მოთამაშეებს ათამაშებს, რომლებმაც წინა მატჩში ითამაშეს. ერთადერთი, გასაკვირი არ იქნება უილიამ კარვალიოს რენატო სანჩესით ჩანაცვლება, რადგან წინა მატჩში კარვალიო დამაჯერებელი არ იყო, ხოლო პირველ ტურში ამავე ამპლუაზე დანილო პერეირამ ვერ ითამაშა მთლად კარგად.

პორტუგალიის რიგებში საეჭვოა რაფა გერეიროსა და ანდრე გომეშის თამაში, რომელთაც მცირე ტრავმები აწუხებთ.

მოკლედ, პორტუგალიისთვის გადამწყვეტი მატჩია და უნგრეთისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შედეგს, ამიტომაც უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდება და მაყურებელმა არ უნდა მოიწყინოს.

ამ ნაკრებებს ერთმანეთში 10-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 7 პორტუგალიამ მოიგო, ხოლო 3 ფრედ დასრულდა.

უნგრეთი – პორტუგალია

22 ივნისი, 20:00

ლიონი, “სტად დე ლიონი”

სავარაუდო შემადგენლობები

უნგრეთი (4-3-3): კირალი, ჟუჰაჟი, გუზმიცსი, კადარი, ლანგი, გერა, ნაგი, კლეინჰეისლერი, ჯუჯაკი, შტიბერი, შალაი.
მწვრთნელი: ბერნდ შტორკი

პორტუგალია (4-3-3): პატრისიო, რ.კარვალიო, პეპე, ვეირინია, გერეირო/ელიზეუ, დანილო, მოუტინიო, გომეში/უ.კარვალიო, კვარეზმა, ნანი, რონალდუ.
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

მსაჯი: მარტინ ატკინსონი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045423