ისლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კარი არნასონი პორტუგალიასთან მატჩზე (1:1) საუბრისას კრიშტიანუ რონალდუს განცხადებას გამოეხმაურა და პორტუგალიელ ფეხბურთელს დასცინა.
“კრიშტიანუ პათეტიკურად წარუმატებელია. ის მომხდარს ვერ ეგუება და თავს სასაცილო სიტუაციაში იგდებს. მოგება შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა. რონალდუს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით, მასზე ზედმეტი დროის დახარჯვა სისულელე იქნებოდა”- განაცხადა არნასონმა.
ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ რონალდუმ განაცხადა, რომ ისლანდიელები ქულის მოპოვებას ისე ზეიმობდნენ, თითქოს ევროპის ჩემპიონატი მოიგეს და ეს გუნდი ვერაფერს მიაღწევსო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია