ისტორია

09:54 | 24.06

0
24 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1987. ლიონელ (ლეო) მესი. არგენტინის ნაკრების, “ნიუელს ოლდ ბოისისა” და “ბარსელონას” ფორვარდი. პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 88 გოლი, გაიტანა 40 გოლი. 2005 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული. დაასახელეს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი (2009, 2011). 2006, 2009 და 2011 წლებში მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგის თასი. ჩემპიონთა ლიგის 2008-09 და 2009-10 გათამაშებების საუკეთესო ბომბარდირი. ესპანეთის 6-გზის ჩემპიონი (2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013). 2006, 2007 და 2009 წლებში დაეუფლა ესპანეთის სუპერთასს, ხოლო 2009 და 2012 წლებში მოიპოვა ქვეყნის “სამეფო თასი”. 2009 წელს დაეუფლა ევროპის სუპერთასს. 2009, 2010 და 2011 წლებში დაასახელეს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად.

09:52 | 23.06

0
23 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1972 – დაიბადა ზინედინ ზიდანი. საფრანგეთის ნაკრების, “კანის,” “ბორდოს,” ტურინის “იუვენტუსისა” და მადრიდის “რეალის” გამთამაშებელი. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2006 წლის მუნდიალის ფინალისტი. ამ ტურნირის ფინალურ მატჩში, იტალიელ მარკო მატერაცისთან მომხდარი სკანდალური ინციდენტის შემდეგ, ზიდანი აქტიურ საფეხბურთო კარიერას გამოემშვიდობა. იგი მონაწილეობას იღებდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატშიც. 2000 წლის ევროპის ჩემპიონი. ასევე, მონაწილეობას იღებდა 1996 და 2004 წლების ევროპის პირველობებშიც. საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებულ 108 შეხვედრაში, 31 გოლი გაიტანა. FIFA-მ სამჯერ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ (1998, 2000, 2003). 1998 წელს აღიარეს ევროპის უძლიერეს ფეხბურთელად. “იუვენტუსთან” ერთად მოიგო ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი (1996), იტალიის ჩემპიონობა (1997, 1998) და სუპერთასი (1997). “რეალთან” ერთად გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში (2002), დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს (2000), ესპანეთის ჩემპიონობას (2003), ევროპის სუპერთასს (2002) და ესპანეთის სუპერთასს (2001, 2003). 2016 წლიდან 2018 წლამდე "რეალის" მთავარი მწვრთნელი იყო და გუნდს ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

184642,184593

09:55 | 22.06

022 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1962 - დაიბადა სერგო შალიბაშვილი. კოშკიდან წყალში მხტომელი. იუნიორთა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (1978). საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ოქროსა (1980) და ბრინჯაოს (1979) მედლების მფლობელი. ...

09:45 | 21.06

021 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1955. დაიბადა მიშელ პლატინი. პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. “ფრანს ფუტბოლმა” საფრანგეთის მეოცე საუკუნის უძლიერეს ფეხბურთელად აღიარა. ევროპის 1984 წლის ჩემპიონი. გახდა ტურნირის საუკეთესო ...

09:56 | 20.06

020 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა გია გეგუჩაძე. თბილისის “დინამოს”, “ზესტაფონის”, ქუთაისის “ტორპედოს” მწვრთნელი. 2004 წელს “დინამო” უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. დინამოელებთან ერთად მოიგო დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ...

09:57 | 19.06

019 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1978 - დირკ ნოვიცკი. გერმანიის კალათბურთელთა ნაკრებისა და “დალას მავერიკსის” ფორვარდი (213 სმ). პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. 2011 წელს მოიგო ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა და ...

09:52 | 18.06

218 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1951 - დაიბადა დავით ყიფიანი. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული.

09:56 | 17.06

017 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1945 - დაიბადა ედი მერქსი. ლეგენდარული ბელგიელი ველოსიპედისტი. 1969-74 წლებში ხუთჯერ მოიგო ველოსიპედისტთა ყველაზე პრესტიჟული რბოლა “ტურ დე ფრანსი”. ასევე ხუთჯერ მოიგო “ჯირო დ’იტალია” (1968, 1970, 1972, ...

09:54 | 16.06

016 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1957 - დაიბადა ადრი ვან ტიგელენი. 1982-93 წლებში ჰოლანდიის ნაკრების მცველი. გუნდის შემადგენლებოში ჩაატარა 56 მატჩი. ევროპის 1988 წლის ჩემპიონი. ჰოლანდიის ჩემპიონი. ორ-ორჯერ გახდა ბელგიის ჩემპიონი და თასის ...

09:54 | 15.06

015 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969 - დაიბადა ოლივერ კანი. გერმანიის ნაკრების, “კარლსრუესა’ და მიუნხენის “ბაიერნის” გოლკიპერი. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი (2002). ამავე მუნდიალის საუკეთესო მოთამაშე. ევროპის 1996 წლის ჩემპიონი. გერმანიის ...

09:51 | 14.06

014 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა შტეფი გრაფი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ქალი. მოგებული აქვს “დიდი სლემის” ოთხივე ტურნირი. ქალ ჩოგბურთელთა შორის ერთადერთია, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში (1988) ...

09:53 | 13.06

113 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1964 - დაიბადა შარუნას მარჩულიონისი. ლიტვის ნაკრების, ვილნიუსის “სტატიბასა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კალათბურთელი. ამპლუით უკანახაზელი (196 სმ). 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ევროპის 1987 წლის ჩემპიონატის ...

0.577311