Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
დიმიტრი პაიე - ფრანგთა გმირი
2016-06-11 01:34 | ნახვები: 7990
12345678910111213141516171819202122232425262728293031323334
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

მაშ ასე – ევრო 2016-მა სტარტი აიღო. აიღო მშვენივრად, უკეთესს ალბათ ფეხბურთის გულშემატკივრები ვერც ინატრებდნენ. სენ დენის ულამაზეს ნაგებობა “სტად დე ფრანსზე” ყველაფერი დიდებული იყო. ლამაზი იყო გახსნის ოფიციალურ ცერემონია, არანაკლები თუ უკეთესი არა, გამოდგა უშუალოდ თამაში.

შეხვედრის უნგრელმა არბიტრმა ვიქტორ კაშაიმ მატჩის დაწყებისკენ ამცნო გუნდებს და ევროპის ჩემპიონატზე ბურთის გორება სიმბოლურად, მასპინძლებმა დაიწყეს. თუმცა, პირველი რეალური მომენტი რუმინეთს ჰქონდა. ვლახებმა მეტოქის საჯარიმოში იაქტიურეს და ბოგდან სტანკუ ორი მეტრიდან ურტყამდა ფრანგთა კარში, მაგრამ გატანა ვინ დააცადა, უგო ლორისმა, როგორც კაპიტანს შეშვენის, თავისი გუნდი აშაკარა, გარდაუვალი გოლისგან იხნსა. დიდიე დეშამის გუნდს საერთოდ, პირველ წუთებში ატიურობა უძნელდებოდა და ბევრი არც არაფერი გამოსდიოდა. ეს ალბათ, მღელვარების ბრალი გახლდათ, რაც ასეთ ტურნირებზე პირველ მატჩებს ყოველთვის ახლავს. მაგრამ, მეთოდურად “მამლებმაც” მოიცალეს წინ წასასვლელად და რამდენჯერმე რეალური შანსი გაუშვეს ხელიდან – გამოსაყოფია ანტუან გრიზმანის თავური, რომელიც ძელს მოხვდა, კარგი შანსი ჰქონდა მასვე ტაიმის ბოლოს, როცა ბურთი მცირედით ააცილა კარს. უნდა გამოვყოთ ოლივიე ჟირუს ეპიზოდიც, როცა ლამის მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბოლო მომენტში დრაგოს გრიგორემ იყოჩაღა და გადაცემა ჩაჭრა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოედანზე უდაოდ გამორცეული იყო “ვესტ ჰემის” შემტევი დიმიტრი პაიე, რომელიც აქტიურობდა და რუმინელ მცველებს მოსვენებას არ აძლევდა.

მეორე ტაიმიც დაახლოებით ისეთივე გამოდგა, როგორიც პირველი იყო – საფრანგეთი უფრო ატიურობდა, ხოლო რუმინეთი თავს მწყობრად იცავდა და კონტრშეტევაზე გადასვლასაც სცდილობდა. 56-ე წუთზე კი მასპინძლებმა ჩინებული კომბინაცია გაითამაშეს და პოლ პოგბამ ერთი შეხებით დაარტყა. სტუმართა კარის დარაჯი ჩიპრიან ტატარუშანუ ბრწყინვალედ გაისარჯა. ეს ამ ეპიზოდში, თორემ ზუსტად ერთ წუთში პირიქით იმოქმედა – პაიემ საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო კარიდან გამოვარდნილმა ტატარუშანუმ ჟირუს საჰაერო ორთაბრძოლა ვერ მოუგო და “არსენალის” ფორვარდმა მატჩშიც და მთლიანად ტურნირზე ანგარიში გახსნა – 1:0. მერე, ანგელ იორდანესკუც გუნდსაც გაახსენდა, რომ შესატევი ჰქონდა და შედეგიც მოიმკო. პატრის ევრამ ბოგდან სტანკუსთან გასვლა დააგვიანა და მეტოქე საჯარიმოში წაიქცა, ხოლო კაშაის ბევრი არ უფიქრია პენალტი დანიშნა, რომელიც დაზარალებულმა უნაკლოდ შეასრულა. ამის შემდეგ რუმინეთი დაცვაში უფრო მედგრად ჩადგა და საფრანგეთს შეტევა უჭირდა. დეშამმა მატჩის მოგება ცვლილებეით სცადა, გრიზმანის ნაცვლად კინგსლი კომანი, ხოლო პოგბას ნაცვლად ანტონი მარსიალი შეიყვანა. ამას დიდი შედეგი არ გამოუღია, ახლად შესული ფეხბურთელები ვერ გამორიჩნენ განსაკუთრებული აქტიურობით. სამაგიეროდ, შედეგი ისევ პაიემ მოიტანა: 89-ე წუთი იყო, როცა დიმიტრიმ საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და რუმინელთა კარის ცხრიანი დახვრიტა. მართლაც ულამაზესი გოლი იყო, ულამაზესი მატჩის დასასრულიც გამოვიდა და დიდი იმედი დატოვა, რომ ტურნირი ნელ-ნელა, უფრო და უფრო გახურდება. ჰო, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დიმიტრი პაიე გახდა – სრულიად დამსახურებულადაც. სხვათა შორის, დეშამმა შეხვედრის გმირი 90-ე წუთზე შეცვალა და ცვლილებისას ფრანგმა ფეხბურთელმა ცრემლები ვერ შეიკავა. აბა როგორია, ასეთ თამაშს რომ ატარებ?!

საფრანგეთი – რუმინეთი 2:1 (0:0)

სენ დენი, “პარკ დე ფრენსი”

მაყურებელი: 80 000

საფრანგეთი (4-3-3): ლორისი; სანია, რამი, კოშელნი, ევრა; პოგბა (მარსიალი 77), კანტე, მატუიდი; გრიზმანი (კომანი 66), ჟირუ, პაიე (სისოკო 90)

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

რუმინეთი (4-3-3): ტატარუშანუ; საპუნარუ, ჩირიკეში, გრიგორიე, რაცი; სტანჩუ (ჩიპჩუ 72), ჰობანი, პინცილი; პოპა (ტორჟე 82), ანდ ონე (ალიბეკი 61), სტანკუ

მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ

გოლები: 1:0 ჟირუ (58), 1:1 სტანკუ (65, პენ), 2:1 პაიე (89)

გაფრთხილება: ჟირუ (69) – ჩირიკეში (32), რაცი (45), პოპა (78)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 10 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 5:1

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დიმიტრი პაიე

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.042453