Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ინგლისი ისევ ის ინგლისია
2016-06-12 01:41 | ნახვები: 8328
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106


ინგლისმა მოლოდინი ვერ გაამართლა. ყოველ შემთხვევაში, პირველი მატჩის შემდეგ როი ჰოჯსონის შეგირდებს ვერაფერს შევუქებთ. ისევ “წვალება”, ისევ უფანტაზიო თამაში, ანუ ისეთი, როგორსაც ბოლო ტურნირების დროს ვხედავდით ხოლმე. ბრიტანელებმა განსაკუთრებით მეორე ტაიმში “აურიეს.” მართალია, იგებდნენ დიერის ფანტასტიკური სილამაზის საჯარიმოს შემდეგ, მაგრამ საერთო სურათი ერთობ დამთრგუნველი იყო. კი, ჰქონდათ რაღაც მომენტები, რუნისაც, ლალანასაც, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის. აი, რუსების გოლი კი აბსოლუტურად ლოგიკური იყო: კოკორინმა ჩააწოდა, ბერეზუცკიმ ბრძოლაში ყველას აჯობა და თავით გადაგზავნა ბურთი შორეული ძელისკენ, იქ კი გლუშაკოვმა საქმე მოაგვარა. ამ დროს უკვე მეორე დამატებული წუთი მიმდინარეობდა… რუსებს აქამდე მხოლოდ ერთი საგოლე მომენტი შეექმნათ. თუმცა ინგლისელთა უნიათო თამაშის შემხედვარე, გამარჯვებას ნამდვილად არ იმსახურებდნენ.

ზოგადად, მატჩში დაძაბულობა მეტი იყო, ვიდრე თამაში.

უფრო ცხელი ამბები მარსელში სტადიონს მიღმა მოხდა. მატჩამდე მეტოქე გუნდების ფანები ერთმანეთს დაერივნენ. ფრანგული LაPროვენცე-ს ცნობით, 16 ადამიანი დაზარალდა. ერთ-ერთი მათგანი, 50 წლის ინგლისელი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დანითაა დაჭრილი რუსი გულშემატკივარიც.

წლევანდელი ინგლისის ნაკრები მართლაც გამოუცნობი გუნდია. ერთი მხრივ, როი ჰოჯსონის კრებულმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავარდნის შემდეგ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ, გაახალგაზრდავდა, დაიხვეწა, შესანიშნავი შესარჩევი ციკლი ჩაატარა (10 თამაშიდან 10 მოგება), წლეულსაც კარგი ამხანაგური მატჩები გამოუვიდა, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონ გერმანიასთან, რომელშიც ახალგაზრდა ლომებმა ისეთი გოლები გაუტანეს მრისხანე არიელებს, თითქოს დასცინიანო. ამ ყველაფერმა ინგლისელებს მადა გაუღვიძა. გაიხსენეს, რომ ზუსტად 50 წელიწადი გავიდა დიდ ტურნირებზე ერთადერთი ტრიუმფიდან, ამიტომ უპრიანი იქნება ამ საიუბილეო წელს ევროპის ჩემპიონები გავხდეთო. ეს გუნდის კაპიტნის, უეინ რუნის სიტყვებია.

ჰოჯსონმა შესარჩევში მართლაც კარგად იმუშავა და ამის მთავარი არგუმენტი სტატისტიკაა. მაგრამ ბევრი სპეციალისტი ინგლისელთა ამბიციებს ეჭვის თვალით უყურებს. ვარსკვლავური შემადგენლობის მიუხედავად, გამოუცდელობა აშკარად აკლიათ. დაცვაშიც საკმაო პრობლემები აქვთ. ამიტომ, მერვედფინალში ოთხი საუკეთესო მესამნეადგილოსანი რომ არ გადიოდეს, მათი ჯგუფიდან გაღწევაც ერთობ საეჭვო იქნებოდა.

ინგლისი – რუსეთი1:1 (0:0)

11 ივნისი. მარსელი. “სტად ველოდრომი.” 62 343

ინგლისი (4-3-3): ჰარტი, კეჰილი, როუზი, უოკერი, სმოლინგი, დაიერი, ლალანა, სტერლინგი (მილნერი 87), ალი, რუნი (უილშირი 78),კეინი

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, სმოლნიკოვი, ნოიშტედტერი (გლუშაკოვი 80), შჩენნიკოვი,შატოვი, გოლოვინი (შიროკოვი 77), სმოლოვი (მამაევი 85), კოკორინი, ძიუბა

მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი

გოლები: 1:0 დაიერი (73), 1:1 გლუშაკოვი (90+2)

გაფრთხილება: კეჰილი (62); შჩენნიკოვი (72)

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

ბურთის ფლობა: 53%-47%,კარისკენ დარტყმა: 6-2, კუთხური: 6-4, თამაშგარე: 5-2, ჯარიმა: 9-14null

ტეგები:
ევრო 2016

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045298