Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
16 წლის შემდეგ საფრანგეთმა პლეი-ოფის მატჩი მოიგო და მეოთხედფინალშია
2016-06-26 19:40 | ნახვები: 6958
123456789101112131415161718192021222324252627282930313233
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევრო 2016-ის მასპინძელი და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები მძიმე ბრძოლის შედეგად, მაგრამ მაინც მეოთხედფინალშია და ახლა მომავალ მეტოქეს ელოდება. მძიმე ბრძოლა ვახსენეთ, მაგრამ ვინც თამაშს უყურა, ან სტატისტიკურ მონაცემებს ჩახედა, დაგვეთანხმება - ძნელია მაინც მძიმე ბრძოლა უწოდო. უბრალოდ, თამაშის მიმდინარეობა ერთი ხანობა და ანგარიში მოგვიწოდებს ასე ვთქვათ.

ისე კი, დიდიე დეშამის ნაკრებმა ირლანდიას ერთი თავით აჯობა და დამსახურებულად გავიდა შემდეგ ეტაპზე. სხვათა შორის, გამარჯვებაში დეშამის წვლილი საკმაოდ დიდია, რადგან მეორე ტაიმში მის მიერ განხორციელებულმა ტაქტიკურმა ცვლილებამ თამაშის სურათი მთლიანად შეცვალა. მატჩი ახალი დაწყებული იყო, ირლანდია რომ დაწინაურდა – მე-2 წუთზე კელტებს კარგი იერიში გამოუვიდათ და შეინ ლონგი პოლ პოგბას ფეხს წამოედო, ნიკოლა რიცოლიმ კი პენალტი დანიშნა. სხვათა შორის, საფრანგეთის ნაკრების კარის მიმართულებით დანიშნული ბოლო ოთხი პენალტიდან პოგბამ მეორე აიკიდა. თავად ეპიზოდი კი ისეთი იყო, არც დანიშნვა გახლდათ შეცდომა და არც არდანიშნვა იქნებოდა. მოკლედ, თერტმეტრიანი რობი ბრეიდიმ უნაკლოდ დაარტყა და ყველასათვის მოულოდნელად მარტინ ონილის გუნდი ეგრევე წინ გაიჭრა. აღსანიშნავია, რომ ბრეიდიმ გოლი წუთსა და 58 წამში გაიტანა, რაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში სისწრაფით მეორე შედეგია. ამ მხრივ რეკორდსმენი ისევ რუსი დმიტრი კირიჩენკო დარჩა, ვინც 2004 წელს საბერძნეთის კარი უფრო ადრე აიღო. ეგ იყო და ეგ, მერე საფრანგეთის ნაკრებს თამაშის სადავეები ხელიდან არ გაქცევია. უბრალოდ, პირველ ტაიმში ვერ გაათანაბრა. დეშამის ცვლილებებზე ვთქვით და შესვენებაზე ნგოლო კანტე, რომელიც მხოლოდ გაფრთხილებით გამოირჩა და მეოთხედფინალს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს, კინგსლი კომანით ჩაანაცვლა. ახლაგაზრდა შემტევმა კი მარჯვენა ფლანგი აქტიურობით აიკლო. წონასწორობა 58-ე წუთზე აღდგა. ფრანგებმა კომბინაცია ჩინებულად გაითამაშეს და ბაკარი სანიამ საჯარიმოში ანტუან გრიზმანს უზუსტესი გადაცემა გაუკეთა, მანც თავით გაიტანა. ზუსტად სამ წუთში გრიზმანი მეკარესთან პირისპირ ოლივიე ჟირუმ დატოვა – 2:1. ცოტა ხანში ანტუანს ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ შეინ დაფმა წააქცია და ირლანდია გოლს გადაარჩინა, სამაგიეროდ კაცნაკლული დატოვა. ფრანგებმა მართალია დარჩენილ დროში მეტი ბურთი ვერ შეაგდეს, მაგრამ ამის გაკეთება ბევრჯერ მართებდათ. ახლა “მამლები” თავის მეტოქეს დაელოდებიან, იგი ან ინგლისი იქნება, ან ისლანდია.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი რაღა თქმა უნდა, ანტუან გრიზმანი გახდა, რომელსაც მიმდინარე ევროფორუმზე უკვე 3 გატანილი გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში გარეტ ბეილსა და ალვარო მორატას დაეწია.

გამოსარჩევია, რომ საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფის მატჩი 2000 წლის შემდგომ პირველად მოიგო, ხოლო ანტუან გრიზმანი ტიერი ანრის შემდეგ გახდა პირველი ფრანგი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის მატჩში დუბლი შეასრულა. ტიტიმ ბოლოს ამის გაკეთება ევრო 2004-ზე შვეიცარიასთან მატჩში შეძლო.

საფრანგეთი – ირლანდია 2:1 (0:1)

ლიონი, “სტად დე ლიონი”

მაყურებელი: 56 000

საფრანგეთი (4-3-3): ლორისი; სანია, რამი, კოშელნი, ევრა; პოგბა, კანტე (კომანი 46, სისოკო 90), მატუიდი; გრიზმანი, ჟირუ (ჟინიაკი 73), პაიე

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

ირლანდია (4-4-2): რენდოლფი; კოულმენი, კეოგი, დაფი, უორდი; მაკლინი (ოში 69), მაკარტი (ჰულეჰანი 71), ჰენდრიკი, ბრეიდი; მერფი (უოლტერსი 65), ლონგი

მწვრთნელი: მარტინ ონილი

გოლები: 0:1 ბრეიდი (2, პენ), 1:1 გრიზმანი (58), 2:1 გრიზმანი (61)

გაფრთხილება: კანტე (27), რამი (44) – კოულმენი (25), ჰენდრიკი (41), ლონგი (72)

გაძევება: დაფი (66)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 24 (10) – 6 (2) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 0:0

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანტუან გრიზმანი

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.043827