ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა საჯაროდ დაადასტურა, რომ მისი შეგირდი რაჯა ნაინგოლანი სიაგრეტს ეწევა. თუმცა, როგორც ბელგიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს ნაინგოლანის პრობლემაა და არა მისი.
“დიახ, ვადასტურებ, რომ ნაინგოლანი სიგარეტს ეწევა. საერთოდ, საფრანგეთსა და იტალიაში ბევრი ფეხბურთელი მწეველია, თუმცა მოედანზე თავიანთ საქმეს დიდებულად აკეთებენ. ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. ეს უფრო ნაინგოლანის პრობლემაა ითამაშებს 30 წლამდე თუ 35 წლამდე”, - განაცხადა ვილმოტსმა.
თავის მხრივ აღნიშნულზე კომენტარი უშუალოდ ნაინგოლანმაც გააკეთა:
“თუ ხვალ ღვინით ხელში დამინახავენ, იტყვიან, რომ ალკოჰოლიკი ვარ. სჯობს ფეხბურთზე ისაუბროთ და არა სულელურ თემებზე”, - დაწერა საკუთარ ტვიტერზე ნაინგოლანმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია