Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მუსტაფი იწყებს, შვაინშტაიგერი ამთავრებს
2016-06-13 01:35 | ნახვები: 7125
1234567
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევროპის ჩემპიონატზე პირველად დაფიქსირდა ორბურთიანი სხვაობა, თუმცა არასწორი იქნება იმის თქმა, გერმანიამ უკრაინა იოლად დაამარცხაო. იოაჰიმ ლიოვის გუნდი კლასით აშკარად აღემატებოდა მეტოქეს, რომელმაც რამდენიმე იდეალური შანსიდან ერთიც კი ვერ გამოიყენა. ამაში კი მთავარი დამნაშავე მანუელ ნოიერი იყო.

მე-19 წუთი იყო, როცა შკოდრიან მუსტაფიმ ახლოდან თავით შანსი არ დაუტოვა პიატოვს. ეს მუსტაფის პირველი გოლია ნაკრებში. “ვალენსიის” მცველს შეცდომები ჰქონდა, რამდენჯერმე არადამაჯერებლად ითამშა, თუმცა გოლი გოლია და ეს მატჩი მისთვის გამორჩეული იქნება. სხვა საქმეა, მატს ჰუმელსის გამოჯანმრთელების შემდეგ რამდენად მოუწევს მუსტაფის თამაში.

პირველ ტაიმში ნოიერმა ჯერ ევგენი კონოპლიანკა გაამწარა, მერე ევგენი ხაჩერიდის მკვდარი ბურთი აუღო და კიდევ, ჟერომ ბოატენგმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. ამ მომენტებში ბეწვზე გადარჩა გერმანია, განსაკუთრებით კი პირველი ტაიმის ბოლო 10 წუთში გაუჭირდა.

ეს უკრაინელთა შანსები ჩამოვთვალეთ, თორემ გასატანი გერმანელებსაც ჰქონდათ და პიატოვი იდგა ყოჩაღად.

განსაკუთრებული სიახლე არ გვინახავს ფავორიტის თამაშში: ბურთს ფლობდნენ, კარგად გამოიყურებოდნენ ტონი კროოსი და მესუთ იოზილი, რომლებიც ალბათ საუკეთესონი იყვნენ ნოიერთან ერთად. ეცადა, ეცადა უკრაინა, თუმცა ბოლოს კიდევ ერთი კონტრშეტევა ვნახეთ და იოზილის ჩაწოდებას ბასტიან შვაინშტაიგერის ერთ შეხებაში დარტყმული მოჰყვა – 2:0. შვაინშტაიგერი ორი წუთის შესული იყო მინდორზე.

ეს ლიოვის 88-ე გამარჯვება იყო ნაკრების თავკაცის რანგში და ერთი მოგებით გადაუსწრო აწ გარდაცვლილ, ლეგენდარულ ჰელმუტ შიონს. პირველზე კი ზეპ ჰერბერგერია, 1954 წლის მუნდიალის გამარჯვების მოთავე – 94 გამარჯვება.

12 ივნისი. 23:00. ლილი. “მეტროპოლი”

გერმანია-უკრაინა 2:0 (1:0)

გერმანია: ნოიერი, ჰიოვედესი, მუსტაფი, ბოატენგი, ჰექტორი, ხედირა, კროოსი, იოზილი, მიულერი, დრაქსლერი (შიურლე 78), გიოტცე (შვაინშტაიგერი 90)

მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი

უკრაინა: პიატოვი, ფედეცკი, რაკიცკი, ხაჩერიდი, შევჩუკი, სტეპანენკო, სიდორჩუკი, კოვალენკო (ზინჩენკო73), იარმოლენკო, კონოპლიანკა, ზოზულია (სელეზნიოვი 66)

მწვრთნელი: მიჰაილ ფომენკო

გოლები: 1:0 მუსტაფი (19), 2:0 შვაინშტაიგერი (90+2)

გაფრთხილება: კონოპლიანკა (68)

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

ბურთის ფლობა %: 63-37, დარტყმა: 18 (9)-7 (3), კუთხური: 6-12, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-7, ჯარიმა: 10-9


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.047367