Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ჩავი: “ძალიან ადრეა, ეს მატჩი ფინალს დაამშვენებდა”
2016-06-24 16:07 | ნახვები: 21452
ჩავი მარკიზიოს წინააღმდეგ - 2013 წლის კონფედერაციის თასი
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევრო 2016-ის მერვედფინალების მთავარი მშვენება მატჩი იტალია – ესპანეთია. ბუნებრივია, მატჩისადმი ინტერესი ძალიან დიდია და იტალიური თუ ესპანური გამოცემები თითქმის ყველას ეკითხებიან აზრს, ვისაც ამ მატჩზე რამე ეთქმის. “გაძეტა დელო სპორტის” ჟურნალისტი ლეგენდარულ ესპანელ ფეხბურთელს ჩავი ერნანდესს ესაუბრა. 36 წლის ჩავის განცხადებით, იტალია-ესპანეთი უფრო საფინალო მატჩი იყო და მათი შეხვედრა მერვედფინალში მეტისმეტად ნაადრევია.

“ბარსელონას” ექსკაპიტანი მიიჩნევს, რომ ესპანეთს გაუძნელდება იტალიის ბარიერის გადალახვა. მისი თქმით, "ფურია როხას" ყოველთვის უჭირს იმ გუნდთან თამაში, რომელიც 3-მცველიანი ტაქტიკით თამაშობს. მაგალითებიც მოიყვანა 2014 წლის მუნდიალიდან – ჰოლანდია და ჩილე.

ისევ იტალია-ესპანეთი...

სამწუხაროა, რომ არ გაუმართლათ. მათი დაპირისპირება ძალიან ადრეა. ვფიქრობ, ეს მატჩი უფრო ნახევარფინალს, ან ფინალს დაამშვენებდა. ყოველშემთხვევაში მე მათ ფინალში ვხედავდი, რადგან ჯგუფში ორ-ორი ჩინებული შეხვედრა ჩაატარეს. იტალია თავისი 3-5-2 სქემით ძალიან ძლიერია, მას თავისი ფილოსოფია აქვს და ანტონიო კონტეც ძალიან კარგად მუშაობს. ესპანეთის ნაკრებს კი 3 მცველთან თამაში უძნელდება. 2012-ში ჯგუფში იტალია სწორედ ასე გვეთამაშა, ხოლო ფინალში არა. სამი მცველი ჰყავდა მოედანზე ორი წლის წინ, ჰოლანდიას და ჩილესაც.

ამბობენ, რომ იტალია ნაკლებად მდიდარია დიდი ფეხბურთელებით, ვიდრე ეს ადრე იყო...

დიახ, რეალურად ალბათ ასეცაა, თუმცა ედერი და პელე არიან ფეხბურთელები, რომელთაც გოლის გატანა და ანგარიშის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ. თქვენ გყავთ დე როსი, ბონუჩი, კიელინი და ბარძალი, რომელთაც ყველა შეტევის ჩაშლა ხელეწიფებათ.

შეტევაში არის უფრო ტექნიკური ალტერნატივა, მაგალითად ინსინიე...

დიახ და იმობილე. სკამზე გყავთ ნიჭიერი ფეხბურთელები, მაგრამ მე ვხედავ იტალიის სხვა ფილოსოფიას, რომელიც მორგებულია ედერზე და პელეზე. ფიზიკურად ძლიერ მოთამაშეებზე, რომლებსაც კოლექტიურად თამაში უკეთ შეუძლიათ. შემდეგ კი, თუ საჭიროება იქნება, ბოლო ოცი წუთის განმავლობაში შეტევის გასაძლიერებლად ინსინიე და იმობილე შესანიშნავი კანდიდატები არიან.

თამაში...

ძალიან მიმზიდველი იქნება. ესპანეთი ბურთზე კონტროლს დააწესებს, რადგან უბურთოდ თამაში იტალიის სტილიცაა. ამ გუნდმა უკვე დაადასტურა, რომ შეუძლია ასეთ დროს საშიში იყოს და იმოქმედოს გონივრულად. თქვენი პრიორიტეტი არაა ბურთის ფლობა, ესპანეთში კი პირიქით. ვფიქრობ, იტალიისთვის ესპანეთი ყველაზე ცუდი ვარიანტი არაა. ისტორიულად ჩვენთან კარგად თამაშობთ და ესპანეთს უფრო ეშინია იტალიის. ესპანეთმა მოიგო ყველაფერი ბოლო პერიოდში, მაგრამ ასეთ დროს შესაძლოა, მარტივად დამარცხდე. ორშაბათს, ესპანეთს ძალიან რთული თამაში ელოდება.

თუმცა, ასევეა იტალიისთვის...

რა თქმა უნდა. რამდენიმე წლის წინ თქვენთან თამაში უფრო კომფორტული იყო ჩვენთვის, მაგრამ ახლა ასე არაა. მთლიანობაში, შემაშფოთებელი მატჩი იქნება ორივესთვის, მაგრამ ვიმეორებ, ფსიქოლოგიურად უფრო რთული ესპანეთისთვის.

შეგახსენებთ, იტალია და ესპანეთი ზედიზედ მესამე ევროპის ჩემპიონატზე ხვდებიან ერთმანეთს. 2008 წელს, მეოთხედფინალში (0:0) პირინელებმა პენალტების სერიით იმძლავრეს, 2012 წელს კი ჯერ ჯგუფში ანტონიო დი ნატალემ და ჩესკ ფაბრეგასმა გაცვალეს გოლები (1:1), ხოლო მერე ფინალში ესპანელებმა ადვილად, 4:0 მოიგეს. აქვე იმასად გეტყვით, რომ ზუსტად სამი თვის წინ, ეს გუნდები ამხანაგურად უდინეში დაზავდნენ (1:1). მაშინ იტალია ლორენცო ინსინიემ დააწინაურა, ხოლო ესპანელებმა თამაშის მიწურულს არიც ადურუსის გოლით გაათანაბრეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.962363