Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
გარეთ ბეილისგან ელოდნენ, გარეთ მაკაულიმ გაიტანა...
2016-06-26 02:25 | ნახვები: 6172
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

უელსს არ გაუტანია, ჩრდილოეთ ირლანდიის მცველმა მაკაულმმა ავტოგოლი მიითვალა, თუმცა ეს უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია: კრის კოულმენის გუნდი მეოთხედფინალში გავიდა და იქ ბელგია-უნგრეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

არადა, ჩრდილოეთ ირლანდიამ ამ ევროპაზე საუკეთესო მატჩი სწორედ უელსთან ჩაატარა და არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ მეტოქეს აჯობა. აჯობა წყვილის ფავორიტს.

პირველ ტაიმში უელსელთა მეკარე ჰენესიმ ორი რთული ბურთი მოიგერია: ჯერ დალასის, შემდეგ კი ნორვუდის დარტმების შემდეგ. უელსელები რატომღაც ძალიან ინერტულები იყვნენ შეტევაში, ვერანაირ ორიგანულრს ვერ ქმნიდნენ და პირველი სახიფათო მომენტი სულაც მეორე ნახევარში ჰქონდათ, როცა რემზის ჩაწოდების შემდეგ ვოუქსი თავით ურტყამდა - ოდნავ არაზუსტად.

ამ ეპიზოდიდან ხუთუიდე წუთში გარეთ ბეილის საჯარიმო დარტყმა ვიხილეთ და ოლსტერელთა მეკარე მაკგოვერნმა მოიგერია. ისე, უელსი იმ გუნდს არ ჰგავდა, რუსეთი რომ გააბრუა. არაფერი გამოსდიოდათ გუნდებს.

თითქოს დამატებითი დროისკენ მიდიოდა საქმე, როცა გოლი არაფრისგან გავიდა: გარეთ ბეილმა მარცხნიდან დაბალი ბურთი შეასრიალა მეკარის ბაქანთან და ჩრდილოეთ ირლანდიის მცველმა გარეთ მაკაულიმ საკუთარ კარში ჩაჭრა - 1:0. გარეთმა ჩააწოდა, გარეთმა ჩაჭრა.. ასე თუ გავიდოდა გოლი, თორემ შემტევები ვერაფერს ახერხებდნენ.

მოიგო ფავორიტმა, თუმცა უელსი, ალბათ, ყველაზე სუსტი ნაკრები იქნება მეოთხედფინალში. და მაინც, კრის კოულმენის გუნდი ევროპის რვა საუკეთესო გუბდს შორის მოხვდა, ეს კი უკვე ისტორიაა - წარმატებაა პატარა ქვეყნისთვის.

25 ივნისი, 20:00. პარიზი. პარკ დე პრენსი

უელსი-ჩრდილოეთ ირლანდია 1:0 (0:0)

უელსი: ჰენესი, ჩესტერი, ეშლი ვილიამსი, დევისი, ჰანტერი, ალენი, რემზი, ლედლი (ჯონათან ვილიამსი 63), ტეილორი, ვოუქსი (რობსონ-კანუ 55), ბეილი

ჩრდ. ირლანდია: მაკგოვერნი, ჰიუზი, ჯონი ევანსი, მაკაული (მაგენისი 84), კეტკარტი, საიმონ დევისი, კორი ევანსი, ნორვუდი (მაკგინი 79), უორდი (ვაშინგტონი 69), დალასი, ლაფერტი

გოლი: 1:0 მაკაული (75 ავტოგოლი)

გაფრთხილება: დალასი (43), ტეილორი (58), საიმონ დევისი (57), რემზი (90+4)

მსაჯი: ატკინსონი (ინგლისი)

ბურთის ფლობა%: 55-45, დარტყმა: 7 (1)-6(3), კუთხური: 0-6, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-0, ჯარიმა: 8-19


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.042946