Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა – პოლონეთი
2016-06-04 16:23 | ნახვები: 3995
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

პოლონეთის ნაკრები პირველად ევროპის ჩემპიონატზე 2008 წელს გავიდა, მაგრამ მას მერე მიჯრით მესამე კონტინეტის პირველობაზე მოახერხა გასვლა. თეთრ-წითლების საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში იყვნენ და ორი მატჩის ჯამში 8:0 დაგვამარცხეს.

სხვათა შორის, ამავე საკვალიფკაციო ეტაპზე ადამ ნავალკას გუნდმა შინ გერმანიას მოუგო არკადიუშ მილიკისა და სებასტიან მილას გოლებით, ეს კი ალემანთა წინააღმდეგ ისტორიაში პირველი გამარჯვება იყო პოლონელთა მხრიდან. შაბოლოოდ საკვალიფიკაციო ეტაპი პოლონეთის ნაკრებმა მეორე ადგილზე, 21 ქულით დაასრულა და საფრანგეთში თამაშის უფლება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ პოლონელებმა სამი დღის წინ ჰოლანდიასთან ამხანაგური მატჩი დათმეს (1:2), რითაც 7 თამაშიან წაუგებელ სერიას წერტილი დაესვა. მანამდე ბოლოს ნავალკას გუნდს გერმანიასთან სტუმრად წაეგო 2015 წლის 4 სექტემბერს.

მთავარი მწვრთნელი – ადამ ნავალკა

57 წლის ადამ ნავალკას კარიერა გუნდების მრავალფეროვნებით ნამდვილად მდიდარია, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით ტიტულებზე. ნავალკას სამწვრთნელო კარიერაში არაფერი მოუგია და არც პოლონეთის ფარგლებს გარეთ უმუშავია როდესმე.

ქვეყნის უმთავრესი გუნდის გაძღოლა კი 2013 წელს ანდეს და არც შემცდარან. მისი თაოსნობით პოლონეთის ნაკრებმა ევროპის ცემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, ხოლო მთლიანობაში 24 მატჩიდან 13-ში იმარჯვა, 4 თამაში წააგო და 7 ფრედ დაასრულა.

შემადგენლობა

მეკარეები:12. არტურ ბორუცი (“ბორნმუთი”, ინგლისი), 1. ვოიცეხ შჩესნი (“რომა”, იტალია), 22. ლუკაშ ფაბიანსკი (“სუონსი”, ინგლისი)

მცველები:4. ტიაგო ჩიონეკი (“მოდენა”, იტალია), 15. კამილ გლიკი (“ტორინო”, იტალია), 3. არტურ ენჯეიჩიკი (“კრასნოდარი”, რუსეთი), 20. ლუკაშ პიშჩეკი (“დორტმუნდი”, გერმანია), 2. მიხალ პაზდანი (“ლეგია”), 18. ბარტოშ სალამონი (“კალიარი”, იტალია), 14. იაკუბ ვავჟინიაკი (“ლეხია”)

ნახევარმცველები:16. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (“ფიორენტინა”, იტალია), 6. ტომაშ იოდლოვეიცი ("ლეგია"), 21. ბარტოშ კაპუსტკა (“კრაკოვია”), 10. გჟეგოჟ კრიხოვიაკი (“სევილია”, ესპანეთი), 8. კაროლ ლინეტი (“ლეხი”), 5. კშიშტოფ მანჩინსკი (“ვისლა”), 17. სლავომირ პეშკო (“კიოლნი, გერმანია), 23. ფილიპ სტარჟინსკი (“ზაგლებიე”), 19. პიოტრ ზიელინსკი (“ემპოლი”, იტალია)

თავდამსხმელები:9. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, გერმანია), 7. არკადიუშ მილიკი (“აიაქსი”, ჰოლანდია), 13. მარიუშ სტეპინსკი (“ნიურნბერგი”, გერმანია), 11. კამილ გროშიჩკი (“რენი”, საფრანგეთი)

სავარაუდო შემადგენლობა: (4-4-2):შჩესნი; პიშჩეკი, გლიკი, პაზდანი, ენჯეიჩიკი; ბლაშჩიკოვსკი, კრიხოვიაკი, ზიელინსკი, გროშიჩკი; მილიკი, ლევანდოვსკი

ადამ ნავალკას განკარგულებაში ძალზე საინტერესო ფეხბურთელებია. პოლონეთის ნაკრებს გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს რობერტ ლევანდოვსკის სახით, მაგრამ საქმეს რომ დასჭირდეს, ლიდერობის აღება სხვა მოთამაშეებსაც შეუძლიათ. პრინციპში უნდა აღინიშნოს, რომ ნავალკას მოულოდნელი გადაწყვეტილელები არ მიუღია და გალიაში ყველა ის ფეხბურთელი მიჰყავს, რომელსაც შესარჩევში ეყრდნობოდა. გამონაკლისი მხოლოდ სებასტიან მილაა, რომელიც სიაში ვერ მოხვდა. არადა, ვეტერანმა ნახევარმცველმა საკვალიფკაციო ეტაპზე გერმანიას გაუტანა და მერე თბილისში საქართველოს კარიც აიღო.

და მაინც, უნდა ითქვას, რომ მთლიანობაში დაბალანსებული შემადგენლობაა და ყველა პოზიციაზე ნახავთ ისეთ ფეხბურთელს, რომელიც ტოპ კლასსაც კი აკმაყოფილებს.

მთავარი ვარსკვლავი: რობერტ ლევანდოვსკი– მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელის შედეგიანობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ღობერტი საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 13 გოლით და ვინძლო ახლა, ფინალური ეტაპის მეგოლეობასაც უმიზნებდეს. საერთოდ, პოლონელ ფორვარდს საკლუბო სეზონიც დიდებული გამოუვიდა და ყველა ტურნირზე ჯამში თავი 42-ჯერ გამოიჩინა. ერთი სიტყვით, ლევანდოვსკი გადასარევ ფორმაშია.

მთავარი იმედი: არკადიუშ მილიკი– 22 წლის არკადიუშ მილიკი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ ფორვარდად მიიჩნევა. მილიკი ამსტერდამის “აიაქსის” შემტევია და გასულ სეზონში ერედივიზიონში 21 გოლის გატანა მოახერხა. როგორც ამბობენ, იგი ევროპის ცემპიონატის დასრულების შემდეგ მილანის “ინტერის” წევრი გახდება...

მილიკმა საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდებულად ითამაშა: შეასრულა რა, 6 საგოლე გადაცემა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. ზუსტად ასეთივე შედეგით დაასრულეს შესარჩევი ქსერდან შაქირიმ და ვლადიმირ ვაისმა. 6 საგოლე პასს არკადიუშმა 6 გოლი დაუმატა, მათ შორის ერთი ისტორიული, გერმანიის კარში გაიტანა.

ევროპის ჩემპიონატების ისტორია

პოლონეთის ნაკრები, რომელიც 80-იანი წლებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ანგარიშგასაწევი ძალა იყო, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2008 წელს გავიდა. თუმცა დებიუტი უნიათო გამოუვიდა და ავსტრიასთან, ხორვატიასთან და გერმანიასთან ჭიდილში ბოლო ადგილზე გავიდა. ჯგუფიდან თეთრ-წითლები ვერც ოთხი წლის წინ გავიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სუსტი ჯგუფი ჰყავდათ სხვებთან შედარებით (საბერძნეთი, რუსეთი, ჩეხეთი) და მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი მასპინძელი გახლდათ.

ვნახოთ, მესამე ცდაზე რა გამოუვათ ადამ ნავალკას შეგირდებს და მოახერხებენ თუ არა, ახლა მაინც ჯგუფური ეტაპის დაძლევას.

კალენდარი ევრო 2016-ზე

პოლონეთი – ჩრდილოეთ ირლანდია

12 ივნისი, 20:00 საათი. ნიცა, “სტად დე ნიცა”

პოლონეთი ნაკრები საფრანგეთში თამაშს 12 ივნისს, ჩრდილოეთ ირლანდიით დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპელებს ირლანდიელებთან უარყოფითი ბალანსი გააჩნიათ: 3 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება.

ბოლოს პოლონეთის ნაკრებმა მისი მომავალი მეტოქე 2005 წლის 30 მარტს, მაცეი ჟურავსკის გოლით დაამარცხა. იმის მერე ამ გუნდთა გზები კიდევ ორჯერ გადაიკვეთა, მაგრამ ერთხელ ფრე დაფიქსირდა, ერთხელ კი ჩრდილოეთ ირლანდიამ მოიგო.

გერმანია – პოლონეთი

16 ივნისი, 23:00 საათი. სენ დენი, “სტად დე ფრანსი”

პოლონეთის ნაკრებისთვის გერმანიასთან თამაში ალბათ ყველაზე პრინციპულია. თუმცა აქამდე ჩატარებული 20 თამაშიდან პოლონეთმა ოდენ ერთხელ იმარჯვა. ამავე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე – 2014 წლის 11 ოქტომბერს, 2:0.

მთლიანობაში, გერმანია დიდ უპირატესობას ფლობს: 13 მოგება, 6 ფრე, 1 წაგება.

ამავდროულად, პოლონეთს ალემანებთან ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე სამჯერ წაუგია (1974, 2006 და 2008 წლებში), ხოლო 1978 წელს უგოლო ფრით გაიყარნენ.

უკრაინა – პოლონეთი

21 ივნისი, 20:00 საათი. მარსელი, “სტად ველოდრომი”

პოლონეთი ჯგუფურ ეტაპს უკრაინასთან მატჩით დაასრულებს და აღსანიშნავია, რომ მასთანაც უარყოფითი ბალანსი აქვს: 2 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება.

ბოლოს პოლონეთის ნაკრები უკრაინის მთავარ ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევ ციკლში შეხვდა და ორჯერვე წაგებული დარჩა: ჯერ ვარშავაში 1:3, მერე კი ხარკოვში 0:1.

თამაში ისტორიიდან

ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპი – 11 ოქტომბერი, 2014. ვარშავა, “შტადიონ ნაროდოვი”

პოლონეთი – გერმანია 2:0

გოლები:1:0 მილიკი (51), 2:0 მილა (88)




საუკეთესო შედეგი:ჯგუფური ეტაპი – 2008 და 2012

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:ვლოდჟიმიერჟ ლუბანსკი (48 გოლი) – საუკეთესოგოლეადორი დღევანდელ გუნდში:რობერტ ლევანდოვსკი (34 გოლი)

ყველაზე მეტი მატჩი:მიხალ ჟევლაკოვი (102 თამაში) –ყველაზე სტაჟიანი დღევანდელ გუნდში:იაკუბ კლაშჩიკოვსკი (75 თამაში)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.127602