Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ფავორიტები ნახევარფინალისთვის - ტრადიცია გაგრძელდება თუ რევანში შედგება?
2016-07-02 10:24 | ნახვები: 21029
1234567891011121314151617
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

დღეს, ევროპის მიმდინარე ჩემპიონატს მესამე ნახევარფინალისტი ეყოლება – პორტუგალიისა და უელსის ნაკრებებს ან გერმანია შეუერთდება, ან იტალია. ისე, განგებას რა ვუთხრათ, თორემ მეოთხედფინალიდან “ბუნდესნაკრების” ანაც “სკუადრა აძურას” გავარდნა წლევანდელი ჩემპიონატის შემყურე, ცოტა არ იყოს, საცოდაობა გვგონია.

დღევანდელი მატჩის ფავორიტად გერმანიის ნაკრები მიიჩნევა და ბუნებრივია – იოაჰიმ ლიოვის გუნდი აქამდე დამაჯერებლად მოვიდა და გოლის არ გაუშვია. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ თავისი კალიბრის მეტოქე ჯერ არ ჰყოლია. გერმანელი ფეხბურთელები ამ მატჩთან დაკავშირებით ბევრს საუბრონენ და ყველას თითქმის ერთი და იგივე აკერია პირზე – რევანში. დიახ, ალემანებს მართლაც სარევანშოდ აქვთ საქმე: გერმანიის ნაკრებს ხოლო იტალია ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს დაუმარცხებია (4 ფრე, 4 წაგება). თუმცა, სამი თვის წინ ამხანაგურ მატჩში 4:1 კი გაანადგურა. და მაინც, ერთია სპარინგი და მეორე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალი. იტალიამ გერმანელთა ძლევა 4 წლის წინანდელ ევროფორუმზე ნახევარფინალში შეძლო და აღსანიშნავია, რომ მაშინაც ფავორიტად ლიოვის ნაკრები მიიჩნეოდა. სწორედ აღნიშნული მატჩი მოიყვანა პარალელად მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “აძურას” კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა. ლიოვი დღეს იგივე შემადგენლობით აპირებს თამაშს, როგორც მერვედფინალში სლოვაკეთთან, თუმცა ერთი განსხვავებით – მარცხენა მცველი იონას ჰექტორი ფეხს იტკიებს და შესაძლოა მისი ადგილი ბენედიქტ ჰიოვედესმა დაიკავოს. სამაგიეროდ იტალიელთა ბანაკში დიდი დანაკლისია – ანტონიო კანდრევამ, რომელსაც ესპანეთთან მატჩიც გაუცდა, გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო და თანაგუნდელებს დღესაც ვერ დაეხმარება. მის გარდა გამორიცხულია ტიაგო მოტას თამაში, რომელსაც ზედმეტი ყვითელი ბარათები დაუგროვდა. მოტას დისკვალიფიკაცია იმდენად დიდი დანაკლისი არ იქნებოდა, რომ არა დანიელე დე როსის ტრავმა. იტალიელთა ვიცე-კაპიტანმა ფეხი მერვედფინალში იტკინა. დანიელეს თამაში ბოლომდე გამორიცხული არაა, მან გუშინ ივარჯიშა კიდეც გუნდთან ერთად, მაგრამ როგორც ანტონიო კონტემ თქვა, ამ მატჩში 120%-ით მზადმყოფი ფეხბურთელები სჭირდება, დე როსი კი ასეთ კონდიციებში ახლა ნამდვილად არაა. შესაბამისად, მას “იუვენტუსის” ახლაგაზრდა შუახაზელი სტეფანო სტურარო შეცვლის. კონტეს მეორე ვარიანტიც ჰქონდა, ლეონარდო ბონუჩის საყრდენად აწევა, მაგრამ როგორც ჩანს, დაცვის ხაზის დაშლა არ მოინდომა და რა გასაკვირია...

გერმანიისა და იტალიის გამარჯვებული ნახევარფინალში თავის მეტოქეს დაელოდება – ის ან მასპინძელი საფრანგეთი იქნება, ანაც ისლანდიის ნაკრები – გამორიცხული არაფერია. ფაქტი კი ერთია: დღეს გამარვებული გუნდი ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად იქცევა, რაზეც სხვათა შორის პრესკონფერენციაზე ლიოვმაც ისაუბრა, ხოლო წაგებული ნაკრები ევრო 2016-ს უდაოდ, ულაპარაკოდ დააკლდება. სხვა თუ არაფერი, გერმანიაც და იტალიაც აქამდე ერთ-ერთ ყველაზე დამაჯერებელ და საინტერესო ფეხბურთს აჩვენებდნენ.

იოაჰიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ვინც ამ მატჩს მოიგებს, ტურნირის მოგების მთავარი კანდიდატი იქნება. ყოველი გუნდი, რომელიც ნახევარფინალში გადის, ტიტულთან ერთ ნაბიჯში, მაგრამ ისევ გრძელი გზა გვაქვს გასასვლელი. ჩვენს შორის გამარჯვებულს სავარაუდოდ, ნახევარფინალში მასპინძელთან მოუწევს თამაში, თუმცა არც მათთვის არ იქნება ადვილი შეხვედრა. პროგნოზის გაკეთება ჯერ კიდევ ადრეა, მაგრამ როგორც წეღან ვთქვი, გერმანია-იტალიას შორის გამარჯვებული ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი გახდება.

ბოლომდე ჩამოყალიბებული ახლაც არ ვარ. არ ვიცი, რა სტილში დავიცავთ თავს და შევუტევთ, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. ჩვენ მზად ვართ, თუმცა ასევეა ჩვენი მეტოქეც. ვიცი, რომ დანიელე დე როსი ვერ ითამაშებს. მიუხედავად ამისა, იტალია არის გუნდი, რომელსაც მინდორზე სხვადასხვა სათამაშო სქემის შემოთავაზება შეუძლია. დე როსი მათთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, თუმცა ვფიქრობ, მას კარგ შემცვლელს გამოუძებნიან.

იტალიის ნაკრების თამაშს ანალიზი გავუკეთეთ, ვნახეთ მისი ყველა მატჩი: ამ გუნდის სიძლიერე მხოლოდ დაცვა არაა, შეტევაც ჩინებულია და იქ თამაში სახიფათოდ შეუძლია. დაცვის ხაზი კი შეთამაშებულია, რადგან ისინი “იუვენტუსშიც” ერთად თამაშობენ.

მარტში მოგებული ამხანაგური? – ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს – მაშინ განსხვავებული თამაში იყო და თანაც ამჟამად ოფიციალური, გაცილებით მნიშვნელოვანი შეხვედრაა”.

ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ან შემდეგ ეტაპზე გავალთ, ან ვერ – ჩვენთვის დიდი თამაშია. ერთი თვის წინ ამას ბევრი ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ ახლა აქ ვართ და ვბრძოლობთ. მოვიგეთ ჯგუფი, დავამარცხეთ ესპანეთი. მზად ვართ სირთულეების დასაძლევად და ვიცით, როგორ ვაჩვენოთ მაქსიმუმი მოედანზე.

დე როსიმ ივარჯიშა, მაგრამ გერმანიასთან მატჩისთვის მჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც 120%-ით იქნებიან ფიზიკურად მზად. მან რომ ითამაშოს, ძალიან კარგად უნდა იყოს და მხოლოდ კარგად ყოფნა საკმარისი არაა.

ჩვენს წინააღმდეგაა გუნდი, რომელიც მაშინაც უტევს, როცა ცუდადაა. მათი თამაშის ხარისხი მაღალია და ეს ნაკრები წლების განმავლობაში იზრდებოდა. გერმანია მსოფლიოს ჩემპიონი და ყველაზე სრულყოფილი ნაკრებია”.

სავარაუდო შემადგენლობა

გერმანია – იტალია

ბორდო, “სტა დე ბორდო”

2 ივლისი, 23:00 საათი

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰიოვედესი; კროოსი, ხედირა; მიულერი, იოზილი, დრაქსლერი; გომესი

მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი

იტალია (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ფლორენცი, პაროლო, სტურარო, ჯაკერინი, დე შილიო; ედერი, პელე

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

პირისპირ

გერმანიისა და იტალიის ნაკრებები აქამდე 30-ჯერ შეხვედრილან და “სკუადრა აძურა” საგრძნობ უპირატესობას ფლობს – 15 მოგება, 10 ფრე, 8 წაგება, 49 გატანილი და 40 გაშვებული გოლი.

ბოლოს ისინი ერთმანეთს სამი თვის წინ, 28 მარტს მიუნხენში დაუპირისპირდნენ და მასპინძლებმა დიდი ანგარიშით იმარჯვეს (4:1). ამ თამაშამდე “ბუნდესნაკრებს” იტალია ბოლოს 1995 წელს, ასევე სპარინგში ციურიხში (2:0) დაემარცხებინა.

სამი თვის წინანდელ მატჩში გოლები მასპინძელთაგან ტონი კროოსმა, მარიო გიოტცემ, იონას ჰექტორმა და მესუტ იოზილმა გაიტანეს, ხოლო იტალიამ ანგარიშის დასველება სტეფან ელ შაარავის წყალობით შეძლო.

მაშინ გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

გერმანია: ტერ შტეგენი; რუდიგერი, მუსტაფი, ჰუმელსი, რუდი, იოზილი, კროოსი (კრამერი 90), ჰექტორი (გინტერი 85), მიულერი (ჩანი 69), გიოტცე (როისი 61), დრაქსლერი (ვოლანდი 85)

იტალია: ბუფონი, დარმიანი, ბონუჩი (რანოკია 61), აჩერბი, ფლორენცი (დე სილვესტრი 61), მონტოლივო, ტიაგო მოტა (პაროლო 68), ჯაკერინი (ელ შაარავი 69), ბერნარდესკი, ძაძა (ანტონელი 78), ინსინიე (ოკაკა 68)

2013 წლის 15 ნოემბერს, მილანში გუნდები დაზავდნენ (1:1) – გოლები კი მატს ჰუმელსმა და ინაციო აბატემ გაიტანეს.

იტალიის ნაკრებმა გერმანიას ევრო 2012-ის ნახევარფინალში მოუგო. მარიო ბალოტელიმ მე-20 და 36-ე წუთებზე გაიტანა, ხოლო ალემანებმა პრესტიჟის გოლი მესუთ იოზილის პენალტით შეაგდეს მსაჯის კომპესირებულ წუთებზე.

ვარშავაში, 2012 წლის 28 ივნისს მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები იყვნენ:

გერმანია: ნოიერი, ჰუმელსი, ბადშტუბერი, ლამი, ბოატენგი (მიულერი 71), ხედირა, შვაინშტაიგერი, იოზილი, კროოსი, პოდოლსკი (როისი 46), გომესი (კლოზე 46)

იტალია: ბუფონი, კიელინი, ბალძარეტი, ბარძალი, ბონუჩი, მარკიზიო, დე როსი, მონტოლივო (ტიაგო მოტა 83), პირლო, ბალოტელი (დი ნატალე 69), კასანო (დიამანტი 58)

იტალიას გერმანიასთან ოფიციალური თამაში არასდროს წაუგია – 4 მოგება, 4 ფრე.

“სკუადრა აძურამ” “ბუნდესნაკრებს” 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალში მისსავე მოედანზე, დორტმუნდში მოუგო (2:0). ფაბიო გროსომ და ალესანდრო დელ პიერომ გოლები დამატებით დროში გაიტანეს. მაშინ იტალიელთა კარს ჯანლუიჯი ბუფონი იცავდა, ხოლო გერმანელთა შორის მოედანზე იყო ლუკას პოდოლსკი, ხოლო ბასტიან შვანშტაიგერი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.

ამ გუნდთა შორის დაუვიწყარია 1970 წლის მუნდიალის ნახევარფინალი, სადაც აპენინელებმა 4:3 გაიმარჯვეს.

მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გერმანიისა და იტალიის ნაკრებებს შორის “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა და ენცო ბეარზოტის “აძურამ” 3:1 მოიგო.

ანდრეას კეპკე, რომელიც ახლა გერმანიის ნაკრების მეკარეთა თავკაცია, ევრო 1996-ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მანჩესტერში გოლი არ გასულა, ხოლო შეხვედრის დასაწყისში კეპკემ ჯანფრანკო ძოლას პენალტი არ გაატანინა.

ევრო სტატისტიკა – გერმანია

გერმანიას ზედიზედ ხუთი თამაშია გოლი არ გაუშვია. მათ შორის, ოთხჯერ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე შეძლო ამის გაკეთება. ბოლოს “ბუნდესნაკრებს” სლოვაკეთმა გაუტანა 29 მაისს, ამხანაგურ მატჩში (1:3)

გერმანიის ნაკრები თავის ისტორიაში პირველად ითამაშებს ბორდოში. გერმანული კლუბებისთვის კი ეს ქალაქი ნაცნბოი ადგილია: 14 თამაში, 4 მოგება, 1 ფრე, 9 წაგება.

გერმანია ევროპის ჩემპიონატზე მეთორმეტედ თამაშობს. ბოლოს ეს გუნდი ევროფორუმს 1968 წელს დააკლდა.

გერმანიის ნაკრებს ევროპირველობა სამჯერ, 1972, 1980 და 1996 წლებში აქვს მოგებული. ამასთან, ბოლო ორი ევროპის ჩემპიონატია საუკეთესო ოთხ გუნდში ხვდება. ბოლოს ალემანებმა ყველაზე ცუდად პორტუგალიაში ითამაშეს, როცა ჯგუფში ჩარჩნენ. იგივე შედეგი აჩვენეს 4 წლით ადრე ბელგია-ჰოლანდიაში.

ევრო სტატისტიკა – იტალია

იტალიის ნაკრებს ბოლო ექვსი მატჩიდან ხუთი აქვს მოგებული და ყველა მშრალი ანგარიშით.

იტალია ევროპის ჩემპიონატზე მეცხრედ თამაშობს და მათ შორის, მიჯრით მეექვსედ. ბოლოს კონტინენტის პირველობამ იტალიელთა გარეშე 1992 წელს ჩაიარა. “აძურამ” მხოლოდ ორჯერ ვერ შეძლო ჯგუფიდან გასვლა – 1996 და 2004 წლებში.

გაჩემპიონება ამ ნაკრებმა ერთადერთხელ და ისიც შორეულ 1968 წელს, სამშობლოში მოახერხა. 2000 და 2012 წლებში კი, ფინალში დამარცხდა.

იტალიის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი წაუგებლად განვლო (7 მოგება, 3 ფრე). საერთოდ, უკვე 30 მატჩია, რაც აპენინელებს საკვალიფიკაციო ეტაპზე არ წაუგიათ.

იტალია ბორდოში მეორედ ითამაშებს. პირველად ამ ქალაქში 1998 წლის მუნდიალის სასტარტო მატჩში მოუწია თამაში და ჩილეს ნაკრებთან ფრეს (2:2) გამორჩა. იტალიური კლუბების ბალანსი კი ბორდოში ასეთია: 4 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება.

ფეხბურთელები და მწვრთნელები

სამი ხედირა, ჯანლუიჯი ბუფონი, სტეფანო სტურარო, ანდრეა ბარძალი, ჯორჯო კიელინი, სიმონე ძაძა და ლეონარდო ბონუჩი “იუვენტუსში” თანაგუნდელები არიან.

მარიო გომესი და ფედერიკო ბერნარდესკი ერთად ფლორენციის “ფიორენტინაში” თამაშობდნენ.

როდესაც იოაჰიმ ლიოვი “ფენერბაჰჩეს” მთავარი მწვრთნელი იყო, უეფას თასის პირველ ეტაპზე თურქულ გუნდს იტალიურმა “პარმამ” მოუგო ორი მატჩის ჯამში (3:2).

ბუფონი, ძაძა, სტურარო, ბარძალი, კიელინი და ბონუჩი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის “ბაიერნთან” დამარცხდნენ ორი მატჩის ჯამში – 4:6. თომას მიულერმა ტურინშიც და მიუნხენშიც მოახერხა გოლის გატანა. ბავარიელთაგან მოედანზე მიულრის გარდა მანუელ ნოიერი და ჯოშუა კიმიხიც იყვნენ, მარიო გიოტცე კი, თადარიგში დარჩა.

მიულერს ბუფონის კარში გოლი 2012-2013 წლების სეზონშიც გაუტანია.

მარიო გიოტცემ იტალიას 2009 წელს ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალში გამარჯვების გოლი გაუტანა.

ჩემპიონთა ლიგის 2010-2011 წლების ჯგუფირ ეტაპზე მიულერმა დანიელე დე როსის “რომას” გაუტანა (2:0). რომში კი, მარიო გომესმა დუბლი შეასრულა, მაგრამ 81-ე წუთზე დანიელე დე როსიმ პენალტით “რომას” მოაგებინა (3:2).

გომესს 2009 წელს “ბაიერნის” რიგებში ბუფონის კარში გაუტანია (4:1). იმ მატჩში მონაწილეობა ჯორჯო კიელინიმაც მიიღო.

ანდრეა ბარძალი 2008-2011 წლებში “ვოლფსბურგში” თამაშობდა და 2009 წელს გერმანიის ჩემპიონიც გახდა.

პენალტების სერია

გერმანია: 5 მოგება, 1 წაგება

3:5 ჩეხოსლოვაკეთთან ევრო 1976-ის ფინალში.

5:4 საფრანგეთთან 1982 წლის მუნდიალის ნახევარფინალში.

4:1 მექსიკასთან 1986 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში.

4:3 ინგლისთან 1990 წლის მუნდიალის ნახევარფინალში.

6:5 ინგლისთან ევრო 1996-ის ნახევარფინალში.

4:2 არგენტინასთან 2006 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში.

იტალია: 3 მოგება, 4 წაგება

3:4 არგენტინასთან 1990 წლის მუნდიალის ნახევარფინალში.

2:3 ბრაზილიასთან 1994 წლის მუნდიალის ფინალში.

3:4 საფრანგეთთან 1998 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში.

3:1 ჰოლანდიასთან ევრო 2000-ის ნახევარფინალში.

5:3 საფრანგეთთან 2006 წლის მუნდიალის ფინალში.

2:4 ესპანეთთან ევრო 2008-ის მეოთხედფინალში.

4:2 ინგლისთან ევრო 2012-ის მეოთხედფინალში.



კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:15 | 02.07.2016
korben dallas (4051)

Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222

Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196

13:22 | 02.07.2016
gogssi (2643)

Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222

Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196

13:14 | 02.07.2016
13 13 (0)

Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222

Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196

12:45 | 02.07.2016
butunichi (330)

Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222

Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196

12:28 | 02.07.2016
butunichi (330)

Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222

Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196

11:09 | 02.07.2016
აგუერო (6515)

Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222

Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196

ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.05794