გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველმა ჟერომ ბოატენგმა ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა. როგორც გამოცემა Bild-ი იტყობინება, 27 წლის ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
ბოატენგმა ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრაში კუნთი დაიზიანა და გერმანელთა თავკაცს იოაჰიმ ლიოვს პირველი ტაიმის შემდეგ მისი შეცვალა მოუწია.
გერმანისა და სლოვაკეთის ნაკრებთა მერვედფინალური დაპირისპირება 26 ივნისს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია