Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა: ალბანეთი
2016-06-03 12:49 | ნახვები: 5088
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ალბანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტთა შორის ერთ-ერთია. ორი წლის წინ ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა თუ “არწივები” საფრანგეთის საგზურს გაიფორმებდნენ. ალბანელთა ისტორიული შედეგის მთავარი შემოქმედი იტალიელი სპეციალისტი ჯანი დე ბიაზია. რაც შეეხება საკვალიფიკაციო ტურნირს, “ალბანეთმა” 8 თამაშში 14 ქულა დააგროვა, რაც მეორე ადგილისთვის და ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ამ შესარჩევ ციკლში ალბანეთმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა: კერძოდ, ოთხ საგარეო მატჩში გოლი არ გაუშვა და მეტოქეთა კარი შვიდჯერ დალაშქრა.

მთავარი მწვრთნელი: ჯანი დე ბიაზი

ჯანი დე ბიაზიმ 2012 წელს სამშობლო დატოვა და ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის წინადადებას დასთანხმდა. ალბათ, მაშინ ვერცერთ მხარეს წარმოედგინა, იტალიელი ალბანეთის გმირი თუ გახდებოდა. დე ბიაზი განსაკუთრებული მიღწევებით არ გამოირჩევა და იტალიაში ძირითადად მეორე ეშელონის გუნდებს ედგა სათავეში. ბოლოს აპენინზე “უდინეზეს” ავარჯიშებდა 2010-2011 წლების სეზონში.

დე ბიაზის ხელში ალბანეთმა ჩატარებული მატჩების 38.89% მოიგო.

შემადგენლობა

მეკარეები:1. ეტრიტ ბერიშა ("ლაციო"), 23. ალბან ჰოჯა ("პარტიზანი"), 12. ორგეს შეჰი ("შკენდერბიუ")

მცველები:5. ლორიკ სანა ("ნანტი"), 18. არლინდ აჯეტი ("ფროზინონე"), 15. მერგიმ მავრაი ("კიოლნი"), 4. ელსეიდ ჰისაი ("ნაპოლი"), 7. ანსი აგოლი ("ყარაბახი"), 6. ფრედერიკ ვესელი ("ლუგანო"), 17. ნასერ ალიჯი ("ბაზელი")

ნახევარმცველები:9. ლედიან მემუშაი ("პესკარა"), 20. ერგიუს კაჩე (პაოკი), 2. ანდი ლილა ("იანინა"), 8. მიგენ ბაშა ("კომო"), 21. ოდისე როში ("რიეკა"), 13. ბურიმ კუკელი ("ციურიხი"), 3. ერმინ ლენიანი ("ნანტი"), 14. ტაულან ჯაკა ("ბაზელი"), 22. ამირ აბრაში ("ფრაიბურგი")

თავდამსხმელები:19. ბექიმ ბალა ("რიეკა"), 16. სოკოლ ციკალეში ("ისთამბული"), 10. არმანდო სადიკუ ("ვადუცი"), 11. შკელზენ გაში ("კოლორადო რეპიდსი")

სავარაუდო შემადგენლობა: (4-3-3):ბერიშა; ჰისაი, ცანა, აჯეტი, აგოლი; ჯაკა, კუკელი, აბრაში; გაში, ციკალეში, ლენიანი

გუნდის ვარსკვლავი: ტოლანაკა– შვეიცარიული “ბაზელის” ნახევარმცველი ტოლან ჯაკა ალბანეთის ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელია. “ბაზელში” მნიშვნელოვანი ფიგურაა და დიდწილად მასზე იქნება აწყობილი ალბანეთის ნაკრების ნახევარდაცვა.

მთავარი იმედი: ელშეიდ ჰისაი– ელშეიდ ჰისაი 22 წლისაა და ნაკრებში 17-ჯერ უთამაშია. ახალგაზრდა ფეხბურთელი პოზიციით მარჯვენა მცველია, ხოლო მისი პროგრესი იტალიელი მაურიციო სარის დამსახურებაა, რადგან ისინი ერთად გასულ სეზონში “ემპოლიში” მუშაობდნენ, ხოლო გასულ ზაფხულს სარიმ ძველი შეგირდი “ნაპოლიში” მიიწვია. ალბანელიც ნეაპოლიტანური გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და გამოცდილ კონკურენტ კრისტიან მაჯოს შანსს არ აძლევს.

ევროპის ჩემპიონატის ისტორია:ისტორია ბუნებრივია, რომ ბევრს არაფერს გვეუბნება, რადგან ალბანეთის ნაკრებს დიდ საფეხბურთო ფორუმზე აქამდე არადროს უთამაშია. მათთვის ისტორია 11 ივნისს, ლანსიდან იწყება...

კალენდარი ევრო 2016-ზე

ალბანეთი – შვეიცარია

11 ივნისი, 17:00 საათი. ლანსი, “სტად ფელიქს ბოლარი”

ალბანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას ლანსში, 11 ივნისს ჩაატარებს. მეტოქე კი შვეიცარიის ნაკრებია, რომელთანაც “არწივებს” უარყოფითი ბალანსი გააჩნიათ. ეს ორი ნაკრები აქამდე ერთმანეთს 6-ჯერ შეხვედრიან (ყველა ოფიციალური მატჩი იყო) და ალბანეთმა ერთადერთხელ არ წააგო: 2002 წლის 12 ოქტომბერს, ტირანაში (1:1). მაშინ თამაში ევრო 2004-ის საკვალიფიკაციოს სტატუსს ატარებდა.

საფრანგეთი – ალბანეთი

15 ივნისი, 23:00 საათი. მარსელი, “სტად ველოდრომი”

ალბანეთს ჯგუფში ის მეტოქე ჰყავს, რომელსაც 2015 წლის ივნისში ამხანაგური თამაში მოუგო. იგივეს გაკეთებას დე ბიაზის შეგირდები ამჟამადაც შეეცდებიან და რა გამოუვათ ამ საქმიდან, ვნახავთ... სხვა მხირვ კი “მამლებთან” “არწივებს” არ უმართლებთ: 6 თამაში, 1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება.

რუმინეთი – ალბანეთი

19 ივნისი, 23:00 საათი. ლიონი, “სტად დე ლიონე”

ალბანელები ჯგუფურ ეტაპს 19 ივნისს, ლიონში რუმინეთის ნაკრებთან დაასრულებენ. სტატისტიკა ალბანელთა სასარგებლოდ არც ვლახებთან მიმართებაში მეტყველებს: 15 მატჩი, 2 მოგება, 3 ფრე, 10 წაგება. ევროპის 2012 წლის შესარჩევ ციკლში ეს ნაკრებები ერთად იყვნენ და ორივე თამაში ფრედ, თანაც ერთნაირი ანგარიშით – 1:1 დასრულდა.

თამაში წარსულიდან

ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპი – 7 სექტემბერი, 2014. ავეირო, “მუნისპიალი”

პორტუგალია – ალბანეთი 0:1

გოლი:ბალაი (52)


საუკეთესო შედეგი:პირველად ითამაშებს

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:ერიონ ბოგდანი (18 გოლი)

ყველაზე მეტი მატჩი:ლორიკ სანა (87 თამაში)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045946