Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ისტორიული წარმატების ზღვარზე
2016-06-18 11:39 | ნახვები: 6432
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურს F ჯგუფის შეხვედრები დაასრულებს. გათამაშების დებიუტანტი ისლანდია ამჯერად უნგრეთს დაუპირისპირდება და მაყურებლის გაოცებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ორივე ნაკრებისთვის დღევანდელი შეხვედრა უმნიშვნელოვანესია და შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული წარმატების ზღვარზე არიან, რადგან უნგრეთი გამარჯვების შემთხვევაში ოფიციალურად გავა შემდეგ ეტაპზე და თუ ამის გაკეთება ისლანდიამ მოახერხა, ისინიც ძალიან ახლოს იქნებიან მიზანთან (შესაძლოა 4 ქულა ეყოთ კიდეც).

კუნძულელებმა პორტუგალიასთან ნაჩვენები შედეგით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილან და საფრანგეთში ტურისტების რანგში არ ჩასულან. ლარს ლაგერბეკის კრებულმა პირველ ტურში გვაჩვენა, რომ ტაქტიკურად ძალიან გამართული გუნდია, რომელიც უფრო დაცვიდან თამაშობს, მაგრამ კონტრშეტევებზე ძალიან მწარედ იკბინება და მუდამ საკუთარი შანსის მოლოდინშია. ისლანდიის დღევანდელი მეტოქე კი, პორტუგალიაზე სუსტია და კუნძულელები დიდი ალბათობით გაცილებით თამამად ითამაშებენ, რაც მათ თამაშს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. იმ შემთხვევაში, თუ კუნძულელები ახლაც დადებით შედეგს აჩვენებენ (თუნდაც ფრეს), მათი ჯგუფიდან გასვლის შანსი უკვე რეალური გახდება...

ნომინალურ მასპინძლებს ყველა მოთამაშე მწყობრში ჰყავთ.

უნგრეთის ნაკრებმა პირველ ტურში შესანიშნავი თამაში აჩვენა და ბევრისთვის მოულოდნელად ავსტრიის ნაკრები დაჩაგრა. ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმზე ითქმის, როდესაც ბერნდ შტორკის შეგირდებმა მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრეს და ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს. შესაბამისად, “მადიარელების” მიმართ ინტერესი ბევრად უფრო გაიზარდა და ახლა მათგან ყველა მეტს მოელის. უნგრეთის ნაკრები დიდ წარმატებასთან ძალიან ახლოსაა და დღეს გამარჯვების შემთხვევაში შემდეგი ეტაპის საგზურს ოფიციალურად გაინაღებს.

“მადიარელებს” ლოვრენცისი ჰყავთ ტრავმირებული, ხოლო ფიოლას თამაში საეჭვოა.

ისლანდიის და უნგრეთის ნაკრებები 10-ჯერ შეხვედრილან ერთმანეთს, საიდანაც 3 კუნძულელთა გამარჯვებით დასრულდა და 7 უნგრელების.

უნგრეთის უკანასკნელი მატჩები:

14.06.2016 ავსტრია – უნგრეთი 0:2
04.06.2016 გერმანია–უნგრეთი 2:0

20.05.2016 უნგრეთი–კოდდ’ივუარი 0:0

26.03.2016 უნგრეთი–ხორვატია 1:1

15.11.2015 უნგრეთი–ნორვეგია 2:1

12.11.2015 ნორვეგია–უნგრეთი 0:1

ისლანდიის ბოლო მატჩები:

14.06.2016 პორტუგალია – ისლანდია 1:1

06.06.2016 ისლანდია–ლიხტენშტაინი 4:0

01.06.2016 ნორვეგია–ისლანდია 3:2

29.03.2016 საბერძნეთი–ისლანდია 2:3

24.03.2016 დანია–ისლანდია 2:1

31.01.2016 აშშ–ისლანდია 3:2

ბ>

ისლანდია – უნგრეთი

18 ივნისი, 20:00

მარსელი, “ველოდრომი”

სავარაუდო შემადგენლობები:

ისლანდია (4-4-2): კრისტინსონი, არნასონი, რ.სიგურდსონი, საევარსონი, სკულასონი, გუნარსონი, გ.სიგურდსონი, გუდმონდსონი, ბიარნასონი, სიგტორსონი, ფინბოგასონი.
მწვრთნელი: ლარს ლაგერბეკი

უნგრეთი (4-2-3-1): კირალი, ლანგი, გუზმიცსი, ფიოლა (?), კადარი, ნაგი, გერა, ჯუჯაკი, კლეინჰეისლერი, ნემეტი, შალაი.
მწვრთნელი: ბერნდ შტორკი

მსაჯი: სერგეი კარასევი



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044679