პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვთნელმა ადამ ნავალკამ შვეიცარიასთან მოეგბული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა ბიჭებმა განვლილ შეხვედრაში დიდი საქმე გააკეთეს და გუნდი მომავალ შეხვედრას პოზიტიურად შეხვდება.
"შვეიცარია დაცვასა და თავდასხმაში მსოფლიო კლასის დონის გუნდია. გოლის შემდეგ დაცვაში ჩავჯექით და ამიტომაც მეტოქემ ბევრი საგოლე მომენტი შექმნა. როდესაც გოლი გავუშვით, მაშინ მივხვდი რა შეეძლო ჩემ გუნდს. პოლონეთი დაცვიდან თავდასხმაზე გადაერთო და ბურთს აკონტროლებდა. ჩემმა ბიჭებმა დიდი საქმე შეასრულეს და მომავალ შეხვედრას თავდაჯერებულები ველოდებით." - ციტირებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ნავალკას სიტყვებს
პოლონეთმა შვეიცარიასთან შეხვედრაში ძირითადი დრო ფრედ 1:1 დაასრულა. საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა, სადაც გოლი მხოლოდ გრანიტ ჯაკამ ვერ გაიტანა და მეოთხედფინალში ნავალკას გუნდი გავიდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია