2016-07-08 21:25:00
ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო ევროპის ჩემპიონატის ფინალური წყვილის ფავორიტს ასახელებს. მისი აზრით, 10 ივლისს, თასის მოგების მეტი შანსი ფერნანდუ სანტუშის პორტუგალიის ნაკრებს გააჩნია.
“საფრანგეთი მასპინძელია და შესაძლოა, ფავორიტი იყოს, მაგრამ ჩემთვის უპირატესობა პორტუგალიას აქვს. დიდიე დეშამის გუნდი შეტევაში ძალიან ძლიერია, თუმცა უკან პრობლემები გააჩნია და თან სერიოზული. პორტუგალიის ნაკრები კი ანტონიო კონტეს იტალიას მაგონებს”, - თქვა კაპელომ.