პარიზში 10 ივლისს გამართული ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ და მის შემდეგ საფრანგეთის პოლიციას საქმე არ მოკლებია. ფრანგული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ინციდენტები ჯერ კიდევ მატჩამდე მოხდა ეიფელის კოშკთან განთავსებულ ფან ზონაში, სადაც 90 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი. არეულობა გაგრძელდა თამაშის დროსაც, ხოლო ფინალური შეხვედრის შემდეგ შეტაკებები ელისეის მინდვრებზე გაგრძელდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ფანებმა რამდენიმე ავტომობილი დაწვეს. არეულობის მონაწილეთა დასაშოშმინებლად პოლიციას წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუხდა, 40-ზე მეტი ადამიანი კი დააკავეს.
ევრო 2016-ის ფინალურ მატჩში ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი პორტუგალიასთან დამატებით დროში გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია