|
ევრო 2016-ის მასპინძელი სტადიონები – “სტად ფელიქს ბოლარი”
2016-06-09 18:25 | ნახვები: 5833
1
ლანსი – ფეხბურთი ქალაქში ლანსში ფეხბურთი 1905 წელს დაიბადა. კაფეს მფლობელმა ჩეზ დუტერლინგმა სტუდენტებთან ერთად გადაწყვიტა ქალაქში საფეხბურთო გუნდი დაერასებინა. კლუბის დირექტორთა საბჭო 1906 წელს ირჩევს კლუბის სათამაშო ფორმის ფერებს – მწვანე და შავი. მეორე მსოფლიო ომის დროს საფეხბურთო საქმიანობა შეწყდა, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ გუნდმა არსებობა კვლავ განაგრძო. 1920 წელს კლუბის თავჯდომარე გახდა პიერ მოლია და შეიცვალა გუნდის ფერები – წითელი და ყვითელი, დღემდე ასეა. 1931 წელს “ლანსი” პროფესიონალური გუნდი გახდა, ხოლო 18 თვის შემდეგ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია “ლანსს” უფლებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს საფრანგეთის მეორე დივიზიონში. 1936 წელს კი, კლუბი გადადის ახალ სტადიონ “ფელიქს ბოლარზე”. “ლანსს” კარგა ხანი ცუდი პერიოდი ედგა, მაგრამ 1988-1989 წლების სეზონში უმაღლეს დივიზიონში აღზევება მოახერხა. გუნდი სტაბილურობას ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იძენდა და 1998 წელს საფრანგეთის ჩემპიონი ხდება, ხოლო ერთი წლის შემდგომ საფრანგეთის თასი მოიგო. ეს იყო და ეს, “ლანსი” ლიგა 1-დან ბოლო პერიოდში ორჯერ გავარდა. კერძოდ, 2007 და 2011 წლებში. 2013 წელს კი კლუბი აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა ჰაფიზ მამედოვმა შეიძინა. ცნობილი ფეხბურთელები ქალაქიდან სტეფან დემბიცკი (1913-):ცნობილია ასევე სტანისის სახელით. საფრანგეთის თასზე “ობი-ასტერისს” 1942 წელს ერთ მატჩში 16 გოლი გაუტანა. მარუან ვისნიევსკი (1937-):საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა და სულ მის რიგებში 33-ჯერ ითამაშა. 1958 წელს შვედეთის მუნდიალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დიდიე სიქსი (1954-):ფრანგი მარცხენა შემტევი – რომის “ლაციოს” უეფას თასზეჰეთ-თრიქი შეუსრულა. აჰმედ უჯანი (1937-1998):ალჟირელი თავდამსხმელი, რომელიც ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 1963-1964 წლების სეზონში 30 გოლით. ერიკ სიკორა (1968-):მას “ლანსის” რიგებში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული: 589 თამაში 1985-2004 წლებში. იცით თუ არა, რომ?– “ფელიქს ბოლარზე” სარეკორდო დასწრება დაფიქსირდა 1992 წლის 15 თებერვალს, მარსელის “ოლიმპიკთან” მატჩისას. მაშინ თამაშს 48.912 მაყურებელმა ადევნა თვალი სტადიონიდან. საინტერესო ისაა, რომ ლანსში 34 ათასი ადამიანი ცხოვრობს. სტადიონი – “ფელიქს ბოლარ-დელელისი” ტევადობა:35 000 გუნდი:“ლანსი” რეკონსტრუქცია:2015 წლის აგვისტოში (სტადიონი 1933 წელს აშენდა) საფრანგეთის ფეხბურთის ერთ-ერთი სიმბოლოა სტადიონი “ფელიქს ბოლარი”. სტადიონის სახელწოდებაში “დელელისი” ოფიციალურად 2012 წელს ჩაემატა. მანამდე ცოტა ხნით ადრე, ანდრე დელელისი გარდაიცვალა – ქალაქის მერი 1966-1998 წლებში და საფეხბურთო კლუბ “ლანსის” დიდი ქომაგი. სტადიონს ევრო 1984-ის წინ რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. მერე 1998 წლის მუნდიალის დაწყებამდეც, ხოლო 2016 წლის ევროფორუმისთვის ჩატარებული სარემონტო სამუშაოები 2015 წელს დასრულდა. აღნიშნულმა არენამ 2007 წელს მსოფლიოს რაგბის ჩემპიონატსაც უმასპინძლა. “სტად ფელიქს ბოლარ-დელელისს” ფაქტობრივად შეუძლია მთელი ლანსის მოსახლეობა დაიტიოს, რადგან იგი 34 ათასზე ოდნავ მეტია. ევროპის ჩემპიონატზე ოთხ თამაშს უმასპინძლებს ჯგუფური ეტაპი 11 ივნისი, 17:00 საათი. ალბანეთი – შვეიცარია 16 ივნისი, 17:00 საათი. ინგლისი – უელსი 21 ივნისი, 23:00 საათი. ჩეხეთი – თურქეთი მერვედფინალი 25 ივნისი, 23:00 საათი ტეგები:
სტად ფელიქს ბოლარი |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია