Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
“ფურია როხა” ერთი ამოსუნთქვით
2016-06-18 01:00 | ნახვები: 7096
1234567891011121314151617
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ბევრნი სკეპტიკურად უყურებდნენ ესპანელთა შანსებს, თუმცა რა გადაღლა, ან რა სათამაშო მოდელის მოძველება? ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა ჩეხებთანაც ცალკარა გამართა და თურქებს უარესი დღე აყარა.

თავიდან თურქებმა არ იკადრეს ყრუ დაცვაში ჩადგომა, საკმაოდ ამოიწივნენ და “ფურია როხას” ნახევარზე ცდილობდნენ პრესინგს, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდა. ესპანელებმა ტემპს უმატეს, სწრაფად გადადიოდნენ შეტევაზე და ამით თურქებს აგრძნობინეს, ვინ იყო მოედნის ბატონ-პატრონი.

ჰაქან ჩალჰანოღლუ საჯარიმოებს ხშირად დიდებულად ასრულებს და ტაიმის შუაწელს მიეცა შანსი, თუმცა ზემოთ გადააცილა ბურთი. მალე კი ესპანეთი დაწინაურდა: ჟორდი ალბამ ფლანგიდან ნოლიტო მოძებნა, რომლის ჩაწოდებასაც ალვარო მორატას თავური მოჰყვა – 1:0. ეს გოლი ძალიან ჰგავდა ესპანელთა წინა მატჩში გატანილს, ოღონდ მაშინ ანდრეს ინიესტა და ჟერარ პიკე იყვნენ როლებში.

მეორე გოლს რაც შეეხება, სესკ ფაბრეგასმა რბილად ჩაააგდო ბურთი საჯარიმოში, მეჰმეტ ტოპალი შეეცადა მოგერიებას, მაგრამ ვერ შესძლო, მისი თავიდან ნოლიტოს მიუვიდა და მანაც ახლოდან ვარდნაში დარტყმით 2:0 აანთებინა ტაბლოზე.

მეორე ნახევრის დასაწყისში კი ინიესტას მორიგი მახვილგონივრული პასი ვნახეთ და ალბას თავადვე შეეძლო დარტყმა, მაგრამ უკეთეს პოზიციაში მყოფ მორატას მიუგორა და მანაც ახლო მანძილიდან 3:0 გახადა ანგარიში.

დარჩენილ დროში თუ ვინმეს უნდა გაეტანა, ესპანეთი იყო. რაღა დარჩენოდათ თურქებს? ერთი-ორჯერ თითქოს ეცადნენ გამწვავებას, თუმცა არაფერი გამოსდიოდათ და მერე საერთოდ დაეკარგათ ხალისი. მეტყველი მომენტი იყო, როცა კონტრშეტევაზე წამოიღეს ბურთი, არდა თურანი კი გაჩერდა და ნაბიჯს არ აუჩქარა, რამაც თურქთა ფანები გააბრაზა – თურანს ბევრი უსტვინეს.

მოკლედ, ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის თამაში ვნახეთ. დღესაც, როცა 3:0 იყო, როგორ პროფესიონალურად უდგებოდნენ საქმეს, ერთი წუთით არ დარღვევიათ სათამაშო დისციპლინა. დაკარგავდნენ ბურთს? იქვე ართმევდნენ ზრუნავდნენ.

ევრო-2016-ზე პირველად მოხდა, რომ ერთმა ნაკრებმა თამაშში სამი გოლი გაიტანა და ასევე, პირველი დუბლიც ვიხილეთ: მორატას შესრულებით.

17 ივნისი. 23:00. ნიცა. “სტად დე ნისი”

ესპანეთი-თურქეთი 3:0 (2:0)

ესპანეთი: დე ხეა, ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა (ასპილიკუეტა 81), ბუსკეტსი, ფაბრეგასი (კოკე 71), ინიესტა, სილვა (ბრუნო63), ნოლიტო, მორატა

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

თურქეთი: ვოლქან ბაბაჯანი, გიოქჰანი, ტოპალი, ბალთა, ერქინი, ტუფანი, სელჩუკ ინანი (მალი 70), ჩალჰანოღლუ (შაჰინი 46), ოზიაქუფი (საჰანი 62), ბურაქ ილმაზი

მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი

გოლები: 1:0 მორატა (34), 2:0 ნოლიტო (37), 3:0 მორატა (48)

გაფრთხილება: რამოსი (2), ბურაქ ილმაზი (9), ტუფანი (41)

მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

ბურთის ფლობა %: 57-43, დარტყმა: 18 (6) – 8 (0), კუთხური: 7-3 თამაშგარე: 1-4, სეივი: 0-3, ჯარიმა: 15-13null


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.050817