|
ბეილმა ჰესლერის შედეგი გაიმეორა
2016-06-16 20:10 | ნახვები: 4215
1
უელსის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევი გარეტ ბეილი 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ზედიზედ ორ თამაშში საჯარიმო დარტყმით გოლი გაიტანა. ბეილმა სლოვაკეთთან მოგებულ (2:1) მატჩში ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა, ხოლო ინგლისთან მეორე ტურში საჯარიმო დარტყმა 42-ე წუთზე ზუსტად შეასრულა. ბოლოს სტანდარტულიდან ორ შეხვედრაში 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე, გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ტომას ჰესლერმა გაიტანა. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია