2016-06-12 16:56:00
უეფაში რუსეთის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ სადისციპლიონო საქმე აღიძრა, აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
საქმე ინგლისი რუსეთის (1:1) მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე მომხდარ ჩხუბს ეხება. რუსეთის ნაკრების გულშემატკივრები მშვიდობიან ინგლისელ გულშემატკივარს თავს დაესხნენ.