|
სრნას ტრაგედია
2016-06-13 11:23 | ნახვები: 6858
1
ხორვატიის ნაკრების კაპიტან დარიო სრნას მამა გარდაეცვალა. ეს მოხდა სწორედ ხორვატია-თურქეთის მატჩის (1:0) დროს და ფეხბურთელს, რა თქმა უნდა, თამაშის შემდეგ შეატყობინეს. უზეირ სრნა 74 წლის ასაკში გარდაიცვალა საკუთარ სახლში. ის ბოლო თვეებში შეუძლოდ გახლდათ. სრნას ზეიმი ჩაუმწარდა, სასწრაფოდ გაფრინდა სამშობლოში და შესაძლოა, 17 ივნისს ვერც ითამაშოს: ამ დღეს ხორვატები ჩეხებს დაუპირისპირდებიან. სრნამ მშვენივრად ჩაატარა თურქებთან მატჩი, ისევე როგორც მთლიანად ხორვატიის ნაკრებმა. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია