ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ადამ ლალანამ ისლანდიასთან ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალურ მატჩში, შესაძლოა, მონაწილეობა ვერ მიიღოს.
როგორც ბრიტანული გამოცემები იტყობინებიან, 28 წლის ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის ვარჯიშზე ფეხი დაიზიანა და მოედანი სახვევით დატოვა. რამდენად მძიმეა ტრავმა და შეძლებს თუ არა ლალანა 27 ივნისს დანიშნული შეხვედრისთვის მწყობრში ჩადგომას, საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვევა.
ლალანა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გამართულ სამივე მატჩში ინგლისელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია