იტალიის ეროვნულ ნაკრები ესპანეთთან უმნიშვნელოვანეს მერვედფინალურ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. როგორც იტალიური მედია იუწყება, “სკუადრა აძურას” პირინელებთან შეხვედრაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ანტონიო კანდრევა ვერ დაეხმარება. რომის “ლაციოს” შემტევს შვედეთთან მატჩის მერე ფეხში ტკივილები აწუხებდა, რის გამოც ვერ ვარჯიშობდა, თუმცა დღემდე მისი თამაში გამორიცხული არ იყო, ახლა კი ასე არაა.
ჯერჯერობით უცნობია თუ ვის დაეყრდნობა კანდრევას ნაცვლად ანტონიო კონტე, მაგრამ ყველაზე დიდი შანსი სასტარტოში მოხვედრის სტეფან ელ შაარავის გააჩნია.
შეგახსენებთ, იტალიისა და ესპანეთის უაღრესად საინტერესო თამაში ორშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და იგი სენ დენის “სტად დე ფრანსზე” გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია