Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
გულით თამაში შედეგს იძლევა - იტალია ნათელი მაგალითი!
2016-06-27 22:42 | ნახვები: 10688
12345678910111213141516171819202122
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

სანამ ევრო 2016 დაიწყებოდა, ბევრისთვის იტალიის ნაკრები ჩამოწერილი იყო და ჯგუფიდანაც ვერ გავიდოდა. მერე, “სკუადრა აძურამ” პირველ ტურში ბელგიას ლამაზ სტილში მოუგო, თუმცა კრტიკოსებზე ამანაც ვერ იმოქმედა. საინტერესოა, რა იქნება ახლა, როცა იტალიამ ესპანეთის ნაკრებს შესანიშნავ სტილში მოუგო, შანსი არ დაუტოვა და მეოთხედფინალში არა ფავორიტად შერაცხული “ფურიე როხა”, არამედ თვითონ გავიდა.

“სტად დე ფრანსზე” გამართულ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა ბევრი საინტერესო მიღწევა შეწყვიტა. კერძოდ, ეს იყო პირველი თამაში ესპანელთათვის, როდესაც დიდ ტურნირებზე პლეი-ოფში გოლი გაუშვა. ბოლოს, პირინელთა კარი 2006 წლის მუნდიალზე ზინედინ ზიდანს აეღო. ამასთან, ევრო 2008-ის ფინალის შემდეგ ესპანეთის ნაკრებმა პირველ ტაიმში ყველაზე ცოტა პასი გააკეთა (210). გარდა ამისა, ჯორჯო კიელინი მიშელ პლატინის, მიქაელ ლაუდრუპისა და ზინედინ ზიდანის შემდეგ გახდა მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის კარი ევროპის ჩემპიოანტზე მაშინ დალაშქრა, როცა “იუვენტუსის” წევრი იყო. კიდევ – იტალიის ნაკრებმა ესპანელთა კარში 7-ჯერ დაარტყა, ამდენჯერ კი, პირინელთა კარში ბოლოს გერმანიის ნაკრებმა დაარტყა. როდის? – 1984 წელს...

საერთოდ, იტალიამ ბრწყინვალე თამაში აჩვენა და ძნელია მათ მიმართ რამე ცუდი ითქვას ან დაიწეროს. სამაგიეროდ, ესპანეთის ნაკრებს ორი წლის წინანდელი მუნდიალისა არ იყოს, დაეტყო, რომ მოტივაცია ნაკლები აქვს. ზემოთ ვრცლად მოვიყვანეთ საინტერესო სტატისტიკური მონაცემები ისინი ყველაფერზე მეტყველებენ. უბრალოდ, იმას დავამატებთ, რომ ანტონიო კონტემ ვისენტე დელ ბოსკე უმუშევარი დატოვა, სრულიად დამსახურებულად. რატომ? – ესპანეთი ამ ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთი გუნდი იყო, რომელაც ოთხივე თამაში ერთიდაიგივე 11 ფეხბურთელით დაიწყო. ნუთუ, ესპანეთში ისეთი მოთამაშე ვერ მოძებნა გამოცდილმა სპეციალისტმა, რომელიც თუნდაც დღევანდელ თამაშში გარდატეხას შეიტანდა?..

იტალიელთა უპირატესობა მეტოქეზე განსაკუთრებულად პირველ ტაიმში იყო, როცა აპენინელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და ანგარიშიც წაიყვანეს. რა, როგორ მოხდა ყველამ კარგად იცის, მისი აღწერით თავს არ შეგაწყენთ. მეორე 45 წუთში კონტემ ტაქტიკა არ შეცვალა, მაგრამ თავის გუნდს გაცილებით ფრთხილი თამაშისკენ მოუწოდა და შესაბამისად, ესპანეთმა მომენტების შექმნაც დაიწყო, მაგრამ ორი-სამი ეპიზოდის გარდა განსაკუთრებული არაფერი ყოფილა – ჯანლუიჯი ბუფონმა ისევ იბუფონა. სხვათა შორის, არც მისი ვიზავი დავიდ დე ხეა იყო უსაქმოდ და ურთულესი ბურთები რამდენჯერმე აიღო, მათ შორის მეორე ტაიმში. აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსის” დაცვის ხაზმა ყოფილი თანაგუნდელი ალვარო მორატა თამაშიდან სრულად გამოთიშა და ახლაგარზდა შემტევი 70 წუთში მეტოქის საჯარიმოში ბურთს ორადორჯერ შეეხო.

ჰო, იტალიამ 4 წლის წინანდელი მარცხის გამო სრული რევანში აიღო და ოფიციალურ მატჩში 1994 წლის პირველად მოუგო. ამასთან, ორი ბურთის სხვაობით იტალიის ნაკრებს ესპანეთი ბოლოს 1949 წელს დაემარცხებინა (3:1).

მოკლედ, ევროპას 8 წლის მერე ახალი ჩემპიონი ეყოლება – ვინ? – საკითხავი სწორედ ესაა. ახლა ტურნირი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და ვინმეს ჩამოწერა ან გამოკვეთილ ფავორიტობაზე საუბარი ვფიქრობ, უადგილო იქნება. წინ კი, დიდებული მერვედფინალი გველოდება: გერმანია-იტალია!!!

იტალია – ესპანეთი 2:0 (1:0)

სენ დენი, “სტად დე ფრანსი”

მაყურებელი: 76 165

იტალია (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ფლორენცი (დარმიანი 84), პაროლო, დე როსი (ტიაგო მოტა 53), ჯაკერინი, დე შილიო; ედერი (ინსინიე 82), პელე

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

ესპანეთი (4-3-3): დე ხეა; ხუანფრანი, რამოსი, პიკე, ჟორდი ალბა; ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ინიესტა; სილვა, მორატა (ვასკესი 70), ნოლიტო (ადურისი 46, პედრო 82))

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

გოლები: 1:0 კიელინი (33), 2:0 პელე (90)

გაფრთხილება: დე შილიო (24), პელე (33), ტიაგო მოტა (89) – ნოლიტო (41), ბუსკეტსი (89), სილვა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 13 (5) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 5:9 თამაშგარე: 0:2

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლეონარდო ბონუჩი

მსაჯი: ჩუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:55 | 28.06.2016
iloreli (281)

Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222

Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196

09:30 | 28.06.2016
a.reversi (8907)

09:00 | 28.06.2016
BEERTRANCE (87587)

08:55 | 28.06.2016
majlajuna (573)

ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.046566