Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
უსახურობით კმაყოფილი რუმინეთი
2016-06-15 22:44 | ნახვები: 6401
12345678910111213141516171819
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

შვეიცარიის ნაკრები ვერ გახდა პირველი გუნდი, რომელიც ევრო 2016-ის მერვედფინალის საგზურს მოიპოვებდა, მაგრამ ამასთან ძალიან ახლოს არიან. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა ბოლო ტურში მასპინძელ საფრანგეთთან რომ წააგოს, დიდი ალბათობით, საუკეთესო მესამეადგილოსნებში მაინც მოხვდება. ყოველშემთხვევაში, შვეიცარიამ რუმინეთთან პროგრამა მინიმუმი შეასრულა და არ წააგო.

ისე, თამაშის მთლიან სურათს თუ მივიღებთ მხედველობაში, შვეიცარიელები მოგებას უფრო მეტად იმსახურებდნენ, ვიდრე ფრეს. მათ თამაში აქტიურად დაიწყეს და ასე გრძელდებოდა თითქმის 90 წუთის განმავლობაში, მაგრამ ვერ გაიტან, გაგიტანენო და... ჰარის სეფეროვიჩი მიმდინარე ჩემპიონატზე ყველაზე უიღბლო ფეხბურთელია. შვეიცარიელთა მეცხრე ნომერმა ალბანეთთანაც უამრავი გასატანი მომენტი ვერ გამოიყენა და დღესაც, საწყის წუთებში ორჯერ გაუშვა რეალური შანსი ხელიდან. ჯერ ვლად ჩირიკეში მოატყუა ოსტატურად და ოდნავ ააცილა ჩიპრიან ტატარუშანუს კარს, ცოტა ხანში კი, რუმენელთა მეკარემ ერთ-ერთზე დუელში აჯობა. ეგ იყო და მანამდე მოედანზე სტატისტის როლში მყოფმა რუმინეთის ნაკრებმა დაწინაურება მოახერხა. დაცვაში უხეშად კაპიტანი სტეფან ლიხშტაინერი შეცდა და იძულებული გახდა ალექსანდრუ ჩიპჩუ წაექცია საკუთარ საჯარიმოში. პენალტი გოლად ბოგდან სტანკუმ გარდასახა. სხვათა შორის რუმინელმა შემტევმა პირველ ტურშიც პენალტის გატანა შეძლო და ჯერჯერობით ერთადერთი ფეხბურთელია ევრო 2016-ზე, რომელსაც 2 გოლი აქვს გატანილი. ამის მერე მოედანზე მხოლოდ ისევ შვეიცარიის ნაკრები იყო. ერთადერთი 28-ე წუთზე კუთხურისას კრსიტიან საპუნარუმ გაუშვა ასპროცენტიანი საგოლე შანსი ხელიდან, როცა ძელს გაარტყა ბურთი.

ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი მეთოდურად უპირატესობას ზრდიდა და ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ახლოს იყო გათანაბრებასთან. შორი დისტანციიდან ფაბიან შარი დიდებულად ურტყამდა, მაგრამ ტატარუშანუმ არანაკლები სეივით თავისი გუნდი იხსნა. მეორე ნახევარში რუმინეთმა მაინც გაუშვა და დამსახურებულადაც. შვეიცარიელმა ფეხბურთელებმა კუთხური მოაწოდეს, რის შემდგომაც ვლახებმა უყურადღებოდ იმოქმედეს და ადმირ მეჰმედიმ მოხდენილი გოლი შეაგდო. მიუხედავად იმისა, რომ საყაიმო შედეგი რუმინეთს ხელს მაინცდამაინც ხელს არ აძლევდა, ვერ უტევდა. მეტიც, ანგელ იორდანესკუს გუნდს დაღლა მალევე დაეტყო და საგოლე მომენტის შექმნა ვინ ჩივის, კარშიც ვერ ურტყამდა. განსაკუთრებით, არც შვეიცარიელებს დაუტვირთავთ თავი და 90 წუთმა ისე გაილია, გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ახლა, შვეიცარიას 4 ქულა აქვს და ბოლო ტურში საფრანგეთს ხვდება, ხოლო ერთქულიანი რუმინეთი ალბანეთს დაუპირისპირდება და თუ ჯგუფიდან გასვლა სურს, ყველა ვარიანტში უნდა მოუგოს. ისე, იმ თამაშით, რაც დღეს ვლახებმა აჩვენეს, ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება.

რუმინეთი – შვეიცარია 1:1 (1:0)

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

მაყურებელი: 43 576

რუმინეთი (4-2-3-1): ტატარუშანუ; საპუნარუ, ჩირიკეში, გრიგორე, რაცი (ფილიპი 62); პრეპელიცა, პინცილი (ჰობანი 46); ტორჟე, სტანკუ (ანდონე 84), ჩიპჩუ; კეშერუ

მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ

შვეიცარია (4-2-3-1): სომერი; ლიხშტაინერი, შარი, ჯურუ, როდრიგესი; ბეჰრამი, ჯაკა; შაქირი (ტარაშაი 90), დზემაილი (ლანგი 83), მეჰმედი; სეფეროვიჩი (ემბოლო 64)

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

გოლები: 1:0 სტანკუ (18, პენ), 1:1 მეჰმედი (57)

გაფრთხილება: პრეპელიცა (22), ჩიპჩუ (24), კეშერუ (37), გრიგორე (76) – ჯაკა (50), ემბოლო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 19 (6) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 4:7 თამაშგარე: 1:5

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: გრანიტ ჯაკა

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.047342