Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა – უნგრეთი
2016-06-08 12:04 | ნახვები: 19425
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

უნგრეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 44-წლიანი პაუზის მერე უბრუნდება. დიახ, უნგრელები კონტინტენტის პირველობაზე ბოლოს 1972 წელს იყვნენ. საერთოდ, უნგრული ფეხბურთი კარგა ხანია კრიზისშია და ცოტა მოულოდნელი იყო მათი ევრო 2016-ზე გასვლა.

შესარჩევ ეტაპზე უნგრეთმა რუმინეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა და საფრანგეთში პლეი-ოფის გზით მოხვდა. გადამწყვეტი ორრაუნდიანი დაპირისპირება კი ბერნდ შტორკის გუნდს ნორვეგიასთან მოუწია და ორივე მატჩი მოუგო, ჯერ ოსლოში, მერე ბუდაპეშტში (1:0, 2:1). შესაბამისად, ფინალურ ეტაპზე დამსახურებულად მოხვდა.

სხვათა შორის, უნგრელებს საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მწვრთნელი ხელმძღვანელობდათ. ჯერ პალ დარდაი და მერე შტორკი. დარდაიმ ზაფხულში ბერლინის “ჰერტას” მიაშურა და სწორედ ის შეცვალა გერმანელმა სპეციალისტმა, რომელმაც წინამორბედის დაწყებული საქმე დიდებულად დაასრულა.

მთავარი მწვრთნელი - ბერნდ შტორკი

52 წლის შტორკის კარიერა არცთუ თავბრუდამხვევია. აქამდე ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ უნგრეთის ნაკრებში მიაღწია. მისი სამწვრთნელო კარიერა სამშობლოში ასისტენტობით დაიწყო. სწორედ ამ პოზიციაზე მუშაობდა იგი სხვადასხვა დროს “ჰერტაში”, “ვოლფსბურგში”, “დორტმუნდში” – გერმანიის გარეთ, ბელგრადის “პარტიზანში”. თუმცა, 2008 წელს ყაზახეთს მიაშურა და იქაური “ალმაატას” მთავარი მწვრთნელი გახდა. მალევე ყაზახებმა ჯერ 21-წლამდე და მერე ეროვნული ნაკრების გაწვრთნა ანდეს. 2011 წელს იმავე ქვეყნის 19-წლამდე ნაკრები ჩაიბარა, ხოლო 2012-2014 წლებში პირეოსის “ოლიმპიაკოსში” იყო ისევ ასისტენტად. შემდეგ უგრეთის 20-წლამდე ნაკრები და ბოლოს უნგრეთის მთავარი გუნდი.

მისი განვლილი გზიდანაც კარგად ჩანს, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უნგრეთის გაყვანა, ყველაზე ფასეული და წონადი მიღწევაა. რას იზამს შტორკი და მისი გუნდი საფრანგეთში, ცალკე საკითხია.

შემადგენლობა

მეკარეები:1. გაბორ კირალი (“ჰოლოდაში”), 12. დენის დიბუში (“ფერენცვაროში”), 22. პეტერ გულაჩი (“ლეიპციგი”, გერმანია)

მცველები:5. ატილა ფიოლა (“პუშკაშ-აკადემია), 4. ტამაშ კადარი (“ლეხი”, პოლონეთი), 21. ბარნაბაშ ბეშე (“მტკ”), 20. რიჩარდ გუმზიჩი (“ვისლა, “პოლონეთი), 23. რონალდ იუჰაში (“ვიდეოტონი”), 2. ადამ ლანგი (“ვიდეოტონი”), 3. მიხაი კორჰუტი (“დებრეცენი”)

ნახევარმცველები:6. აკოშ ელეკი (“დიოშდერი”), 10. ზოლტან გერა (“ფერენცვაროში”), 8. ადამ ნადი (“ფერენცვაროში”), 15. ლასლო კლიანჰაიესნერი (“ვერდერი”, გერმანია), 7. ბალაჟ ჯუჯაკი (“ბურსასფორი”, თურქეთი), 16. ადამ პინტერი ("ფერენცვაროში"), 18. ზოლტან შტიბერი (“ნიურნბერგი”, გერმანია), 14. გერგო ლოვრენჩიჩი („ლეხი“, პოლონეთი)

თავდამსხმელები:9. ადამ სჟალაი (“ჰანოვერი”, გერმანია), 11. კრისტიან ნემეცი (“ალ გარაფა”, ყატარი), 17. ნემანია ნიკოლიჩი (“ლეგია”, პოლონეთი), 19. ტამაშ პრიშკინი (“სლოვანი”, სლოვაკეთი), 13. დანიელ ბედე (“ფერენცვაროში”)

სავარაუდო შემადგენლობა: (4-3-3):კირალი; ფიოლა, გუმზიჩი, ლანგი, კადარი; ნადი, გერა, კლიანჰაისნერი; ჯუჯაკი, სჟალაი, ლოვრენჩიჩი

როგორც ბერნდ შტორკის წარსულია არცთუ მდიდარი, ისე უნგრეთის ნაკრების შემადგენლობაც არ გვეუნება ბევრს არაფერს – ყველაზე ნაცნობი გაბორ კირალია, 40 წლის მეკარე, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 1998 წლიდან მოყოლებული თამაშობს და გამორჩეული აქამდე მხოლოდ იმით თუ იყო, რომ ზამთარ-ზაფხულ გრძელი შარვლით თამაშობდა და თამაშობს. აქვეა ბალაშ ჯუჯაკი, ვისაც “ეინჰოვენიდან” და მოსკოვის “დინამოდან” იცნობთ. რაღა თქმა უნდა, უნდა ვახსენოთ ზოლტან გერა, რომლის ოქროს წლები ჩავლილია და ადამ სჟალაი ბუნდესლიგიდან გავარდნილი “ჰანოვერის” ფორვარდი.

უნგრელთა შემადგენლობა ძირითადად ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ლეგიონერები კი მხოლოდ გერმანიის ქვედა ლიგის გუნდებში (უმეტესად) და პოლონეთის ჩემპიონატში ირჯებიან. აქედან გამომდინარე, ევროფორუმზე უნგრეთის შანსი არც ისე მაღალია და წესით, არც არავინ უნდა დაძრახოს, ჯგუფურ ეტაპს რომ ვერ გასცდეს. ისინი სამშობლოში ისედაც გმირებად დარჩებიან.

მთავარი ვარსკვლავი: ბალაშ ჯუჯაკი– ვინ თუ არა ბალაშ ჯუჯაკი? – სწორედ ისაა უნგრეთის ნაკრების მთავარი დამრტყმელი ძალა. ნახევარმცველი, რომელსაც გარჯა ორივე ფლანგზე ერთნაირი წარმატებით შეუძლია. ჯუჯაკი ახლა თურქულ “ბურსასფორში” გამოდის, თორემ დრო იყო, ჰოლანდიურ “ეინდჰოვენში” და მოსკოვის “დინამოში” ლიდერი გახლდათ. 29 წლის ფეხბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 12 შეხვედრა ჩაატარა და თავისიანებს ერთი გოლით შეეწია, თუმცა სხვა სამუშაოებიც მრავლად გასწია. მთლიანობაში ბალაშმა უნგრელთა რიგებში დღემდე 74 მატჩში მიიღო მონაწილეობა (18 გოლი).

მთავარი იმედი: ზოლტან გერა– ლონდონის “ფულჰემის” ყოფილი ლიდერი ახლა სამშობლოში, კერძოდ, “ფერენცვაროშში” გამოდის. გერა ამ ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია და სწორედ ამ გამოცდილებაზე ბევრი იქნება დამოკიდებული. 37 წლის ნახევარმცველს ინგლისში “ფულჰემის” გარდა წარმატებული წლები “ვესტ ბრომვიჩშიც” აქვს გატარებული. მან ნისლიანი ალბიონი ორი წლის წინ დატოვა. ზოლტანი უნგრეთის ნაკრებში 2002 წლიდან მოყოლებული ირჯება და 66 კეპიც დაუგროვდა. ამ დროის განმავლობაში მან სანაკრებო დონეზე 24 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის ერთი შესარჩევ ეტაპზე შეაგდო (9 მატჩში).

ევროპის ჩემპიონატების ისტორია

უნგრეთმა ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე 1972 წელს, ბელგიაში ითამაშა. მაშინ ამ გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა. მანამდე, 1964 წელს, როცა კონტინენტის პირველობაზე დებიუტი ჰქონდა, უკეთესი შედეგი აჩვენა და სამშობლოში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

ამჯერზე, უნგრეთი მესამედ ეცდება კონტინენტის პირველობაზე რამის მიღწევას და რთული სათქმელია, ამ საქმიდან რა გამოუვა.

კალენდარი ევრო 2016-ზე

ავსტრია – უნგრეთი

14 ივნისი, 20:00 საათი. ბორდო, სტად დე ბორდო”

უნგრეთს პირველი მეტოქე ისტორიული ჰყავს. მარტო ის რად ღირს, რომ მათი ურთიერშეხვედრათა ისტორია 136 თამაშს უტოლდება. სხვათა შორის აქედან მხოლო 9 მატჩი გახლდათ ოფიციალური, დანარჩენი 127 კი, ამხანაგური. უგრეთი ავსტრიელებთან მიმართებაში უპირატესობას ფლობს – ოფიციალურ მატჩებში: 5 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება, ხოლო მთლიანობაში: 66 მოგება, 30 ფრე, 40 წაგება.

შედეგის გაუმჯობესებას ბერნდ შტორკის გუნდი ბორდოში 14 ივნისს ეცდება.

ისლანდია – უნგრეთი

18 ივნისი, 20:00 საათი. მარსელი, “სტად ველოდრომი”

უნგრელებს დადებითი ბალანსი გააჩნიათ მეორე მეტოქე ისლანდიის ნაკრებთანაც: 10 თამაში, 7 მოგება, 3 წაგება. ჯერ ამ გუნდებს შორის მატჩი საყაიმო ანგარიშით არ დასრულებულა.

ბოლოს ისინი ოფიციალური რანგის მატჩში ერთმანეთს 2005 წელს დაუპირისპირდნენ. მსოფლიოს 2006 წლის საკვალიფკაციო ეტაპზე უნგრელებმა მეტოქეს ორივე თამაში მოუგეს, თანაც ერთნაირი ანგარიშით – 3:2. ევრო 1996-ის შესარჩევში კი, ჯერ ისლანდიამ იმარჯვა შინ (2:1), მერე უნგრეთმა რევანში აიღო (1:0).

უნგრეთი – პორტუგალია

22 ივნისი, 20:00 საათი. ლიონი, “სტად დე ლიონი”

უნგრეთი ჯგუფური ეტაპის მატჩს მისთვის ერთობ უხერხულ მეტოქესთან ჩაატარებს. პორტუგალიასთან უნგრელები ჯერაც მოუგებლად ასპარეზობენ – 10 თამაში, 3 ფრე, 7 წაგება – ასეთია ბალანსი.

ბოლოს ამ ორი ნაკრების გზა ოფიციალური მატჩების სტატუსით მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევში გადაიკვეთა და მაშინ ლუზინებმა ორივე თამაში მშრალად მოიგეს: შინ 3:0, ხოლო სტუმრად – 1:0. სხვათა შორის, უნგრეთს ბუდაპეშტში მეათე წუთზე გამარჯვების გოლი დღევანდელი ნაკრების წევრმა, პეპემ გაუტანა.

თამაში ისტორიიდან

ევრო 2016-ის პლეი-ოფი – 12 ნოემბერი, 2015. ოსლო, “ულევი”

ნორვეგია - უნგრეთი 0:1

გოლი:0:1 კლიანჰაისნერი (26)

საუკეთესო შედეგი:ნახევარფინალი ორჯერ – 1964 და 1972 წლებში

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:ფერენც პუშკაში (84 გოლი) –ამჟამად საუკეთესო გოლეადორი გუნდში:ზოლტან გერა (24 გოლი)

ყველაზე მეტი მატჩი:იოზეფ ბოჟიკი (101 თამაში) –ამჟამად გუნდში ყველაზე სტაჟიანი:გაბორ კირალი (100 თამაში)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.047582