|
დე ბრუინი და აზარი ნაკრებთან ერთად ემზადებიან
2016-06-16 19:28 | ნახვები: 4749
1
ბელგიის ეროვნული ნაკრების ლიდერებმა ედენ აზარმა და კევინ დე ბრუინმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს, აღნიშნულ ინფორმაციას ბელგიის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ორივე ფეხბურთელს იტალიასთან წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ მცირე ტრავმები აწუხებდა. წყაროს ცნობით, ისინი ახლა თავს კარგად გრძნობენ და მომდევნო შეხვედრაში ირლანდიის წინააღმდეგ გუნდს დაეხმარებიან. ბელგია-ირლანდიის შეხვედრა 18 ივნისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია