2016-06-21 01:39:00
თუ სტატისტიკას მოვიხმობთ, რუსეთს და უელსს ერთმანეთთან ცხრაჯერ ეთამაშათ. ხუთჯერ რუსებს მოეგოთ, ერთხელ უელსელებს, სამი მატჩი კი ფრედ დამთავრებულიყო. ამისდაკვალად, რუსები თითქოს წყვილის ფავორიტები იყვნენ, თანაც პლეი ოფის გზას სლუცკის შეგირდებს მხოლოდ გამარჯვება უხსნიდა. მაგრამ მინდორზე ისეთი ამბები მოხდა, ვერავინ წარმოიდგენდა.