Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
თურქეთი-ხორვატია: ორივენი მშვენიერ ფორმაში, მშვენიერ განწყობაზე
2016-06-12 10:51 | ნახვები: 5675
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

დღეს ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფის ერთი მატჩი გაიმართება: თურქეთი-ხორვატია. ისეთი ჯგუფია, ერთი გამოკვეთილი ფავორიტი რომ ჰყავს (ესპანეთი), ხოლო დანარჩენი სამი (ხორვატია, თურქეთი, ჩეხეთი) დაახლოებით თანაბარი დონისაა. თუმცა “დაახლოებით” იმიტომ დავწერეთ, რომ ხორვატები მაინც ფავორიტებად ითვლებიან ამ სამეულში. რაც უნდა იყოს, თურქებზე და ჩეხებზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ.

ბოლო 7 შეხვედრაში ხორვატიამ 6 მოიგო, ჯამში 21 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა. თურქეთსაც არ აქვს ცუდი სერია: შარშან ამ დრომდე ჩავარდნილნი იყვნენ და შესარჩევი ჯგუფიდან გასვლის შანსიც მცირე ჰქონდათ, მაგრამ ფათიჰ თერიმის გუნდმა მოგებების სერია დაიწყო: ბოლო 15 მატჩში თურქებმა 11 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთხელ წააგეს.

ასე რომ, ორივე გუნდი კარგ ფორმაში ხვდება ევროპის ჩემპიონატს.

ხორვატიის საუკეთესო რგოლი ნახევარდაცვაა, სადაც ბატონ-პატრონი ლუკა მოდრიჩია. “რეალის” ვარსკვლავმა მშვენიერი სეზონი ჩაატარა. მოდრიჩთან ერთად, ნახევვარდაცვაში დიდი ფიგურაა ბარსელონელი ივან რაკიტიჩი. დიდი ძალაა მარიო მანჯუკიჩი, რომელსაც იდეალური საკლუბო სეზონი არ ჰქონია, მაგრამ მაინც მაღალი კლასის ფორვარდია.

“არსენალის” მწვღთნელმა არსენ ვენგერმა შეაქო ხორვატები – მეორე ეშელონის გრანდებიდან ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავთო. ისე, ხორვატია, ფაქტობრივად, არასოდეს შერცხვენილა ფინალურ ეტაპებზე, იქნება ეს ევროპის ჩემპიონატი თუ მუნდიალი.

დარიო სრნა: “ვფიქრობ, ხორვატიის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ახლა გვყავს. მთავარია, კონცენტრაცია არ დავკარგოთ და დავიმახსოვროთ, რომ ფეხბურთი 90 წუთს გრძელდება”.

თურქებსაც აქვთ თავიანთი პლუსები. ჰაქან ჩალჰანოღლუს ბრწყინვალე საჯარიმოები, განაპირა მცველების (გიონულის და ერქინის) სახიფათო ჩართვები, არდა თურანის დაუღალავი მოქმედებები ფლანგზე. და ფათიჰ თერიმი? ხორვატთა მწვღთნელის, ანტე ჩაჩიჩის გამოცდილება “იმპერატორის” გამოცდილებასთან შედარებით არაფერია.

ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, 1996 წელს ეს გუნდები ევროპის ჩემპიონატზე ეერთ ჯგუფში იყვნენ და პირველ ტურში შეხვდნენ ერთმანეთს: ხორვატთა ბრწყინავლე კრებულმა ძლივს გატეხა “იანიჩრები”, 86-ე წუთზე გორან ვლაოვიჩის გატანილით 1:0 მოუგეს.

ევროპაზე კიდევ ერთხელ, 2008 წელს გადაეყარნენ, ოღონდ მეოთხედფინალში. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, დამატებითში, 1119-ე წუთზე ივან კლასნიჩმა დააწინაურა ხორვატები, მაგრამ ერთ წუთში სემიჰ შენთურქმა გაათანაბრა და პენალტებშიც თურქებმა იმარჯვეს.

კიდევ იყო პრინციპული დაპირისპირებები: 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ ფლიო ოფში ხორვატებმა იოლად ჩამოიშორეს თურქები. სტამბოლში 3:0 მოუგეს და პირველივე მატჩში გადაწყვიტეს ყველაფერი. საპასუხო 0:0 დასრულდა.

12 ივნისი. 17:00. პარიზი. “პარკ დე პრენსი”.

თურქეთი-ხორვატია

სავარაუდო შემადგენლობები:

თურქეთი: ვოლქან ბაბაჯანი – გიოქჰან გონული, მეჰმეტ ტოპალი, ჰაქან ბალთა, ერქინი – სელჩუქ ინანი, ოზან თუფანი – ჩალჰანოღლუ, არდა თურანი, იოზიქუფი – ჯენქ თოსუნი

მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი

ხორვატია: სუბაშიჩი – სრნა, ჩორლუკა, ვიდა, სტრინიჩი – მოდრიჩი, ბროზოვიჩი, რაკიტიჩი – პიაცა, პერიშიჩი – მანჯუკიჩი

მწვრთნელი: ანტე ჩაჩიჩი

მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.141738