საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა რუმინეთთან მოგებული (2:1) ევრო 2016-ის სასტარტო მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს თხოვნით მიმართა, რომ პოლ პოგბასა და ანტუან გრიზმანს ზედმეტი ტვირთი არ დააკისრონ.
“აქამდეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საფრანგეთის ნაკრები მხოლოდ პოგბა და გრიზმანი არაა. ამ ფეხბურთელებს კიდევ მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი. ჟურნალისტებმა გუნდზე უნდა ისაუბრონ და არა მხოლოდ ორ ფეხბურთელზე” - აღნიშნა დეშამმა, რომელმაც გრიზმანი და პოგბა მატჩის მეორე ტაიმში შეცვალა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია