გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველმა ჟერომ ბოატენგმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის დროს კუნთი დაიზიანა და იოახიმ ლიოვმა ფეხბურთელი 76-ე წუთზე ჰოვედესით შეცვალა.
"შესვენების დროს ჟერომს ფეხი აწუხებდა. იგი მეორე ნახევარში კარგად არ გამოიყურებოდა და შევცვალე. სერიოზული ტრავმის რისკი მაღალი იყო და ეს გადაწყვეტილება ამიტომ მივიღე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ბოატენგს 2-3 კვირა ვერ ეთამაშა. ვფიქრობ, საკმაოდ ადრე გამოვიყვანე იგი და ვვარაუდობ, რომ მომდევნო მატჩში თამაშს შეძლებს." - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
ბოატენგი გასულ საკლუბო სეზონშიც ტრავმიანობდა და თითქმის ნახევარი სეზონი გაუცდა. ევროპის ჩემპიონატზე მცველმა სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია