|
პლაშილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
2016-06-22 13:37 | ნახვები: 4343
1
ჩეხეთის ეროვნული გუნდისა და ფრანგული "ბორდოს" ფეხბურთელმა იაროსლავ პლაშილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია ჩეხმა ნახევარმცველმა თავის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. მოთამაშემ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პლაშილმა ჩეხეთის ეროვნულ გუნდში პირველი მატჩი ირლანდიასთან 2004 წლის 31 მარტს ჩაატარა. ამხანაგურ შეხვედრაში მან მარტინ იარაეკი შეცვალა. 12 წლის განმავლობაში იაროსლავი ეროვნული გუნდის მაისურით მოედანზე 103 შეხვედრაში გავიდა. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია