|
ნოდარ ახალკაცი ევრო-2016-ზე მატჩების დირექტორია
2016-06-12 10:46 | ნახვები: 125564
1
ევროპის ჩემპიონატზე ერთი ქართველიც მონაწილეობს, ოღონდ რა თქმა უნდა, ფეხბურთელზე ან მწვრთნელზე არაა საუბარი: ნოდარ ახალკაცს ვგულისხმობთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ახალკაცი სენტ-ეტიენში გამართული მატჩების დირექტორი იქნება. სენტ-ეტიენის “ჟოფრუა გიშარის” სტადიონზე ამ ევროპის ჩემპიონატის 4 მატჩი გაიმართება: 14 ივნისს პორტუგალია-ისლანდია, 17 ივნისს ხორვატია-ჩეხეთი, 20 ივნისს ინგლისი-სლოვაკეთი და 25 ივნისს მერვედფინალი: A და ჩ ჯგუფების მეორადგილოსნები შეხვდებიან ერთმანეთს. ევროპის ჩემპიონატი 10 სხვადასხვა სტადიონზე ტარდება და შესაბამისად, 10 დირექტორი იქნება. მათ შორისაა ახალკაციც, რომელსაც ეს პატივი 2008 და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატებზეც ერგო. ანუ, ზედიზედ მესამე ევროპაა, რომ თამაშების დირექტორია. ნოდარ ახალკაცი დაფასებული პიროვნებაა უეფა-ში, სადაც ინსპექტორია ეთიკისა და დისციპლინის საკითხებში. ფიფა-ში კი მატჩების კომისარი და ფიფა-პერფომანსის განვითარების კონსულტანტი გახლავთ.
|
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია