2016-06-12 19:02:00
ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა და მართალია, თურქებთან მატჩში ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა, მართლაც შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. პირველივე შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ანტე ჩაჩიჩს საფრანგეთში კარგად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს ჩაყვანილი, გუნდის ვარსკვლავებს კი, თამაშის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ.