ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი გახდა “ლესტერ სიტის” პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გოლის გატანა მოახერხა. ვარდიმ გუშინ უელსთან მატჩის 56-ე წუთზე გამოიჩინა თავი. არადა, მან პირველი ტაიმი სათადარიგო სკამზე გაატარა და მხოლოდ შესვენების შემდეგ ჩაერთო თამაშში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ევრო 2016-ზე მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, ვარდი როი ჰოსჯონზე გაბრაზებული არაა:
“ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა შესანიშნავია, მაგრამ გუნდში 23 ფეხბურთელია და მწვრთნელს არჩევანის საშუალება გააჩნია. რაც შეეხება უელსთან მატჩს, ჩვენი გულშემატკივრები უბრალოდ ფანტასტიურები იყვნენ – ნამდვილად მე-12 ფეხბურთელის ფუნქცია შეასრულეს”, - თქვა ვარდიმ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222
Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196