|
ევრო 2016-ის მასპინძელი სტადიონები – “სტად დე ლიონი”
2016-06-08 14:51 | ნახვები: 5734
1
ლიონის ულტრათანამედროვე სტადიონი სპეციალურად ევრო 2016-ისთვის გაიხსნა. ლიონი – ფეხბურთი ქალაქში 1987 წლიდან საფეხბურთო კლუბ “ლიონის” პრეზიდენტი ჟან მიშელ ოლაა და გუნდს საუკეთესო წლები სწორედ მისი პატრონაჟის ქვეშ დაუდგა. ეს 2000-იან წლებში გახლდათ. “ოლიმპიკი” ისტორიაში პირველად საფრანგეთის ჩემპიონი 2002 წელს გახდა, როცა “ლანსს” 3:1 მოუგო. “ლიონმა” ლიგა 1-ში ზედიზედ 7-ჯერ გაიმარჯვა. 2008 და 2012 წლებში კი საფრანგეთის თასი მოიგო. ბოლო პერიოდში “ლიონი” ისეთი მრისხანე ვეღარაა, როგორც XXI საუკუნის დასაწყისში, თუმცა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ზედიზედ ორი წელია მაინც ახერხებს. ცნობილი საფეხბურთო მოღვაწეები ლიონიდან ბერნარ ლაკომბი (1952-):საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო მეკარე 255 გოლით. ევრო 1984-ის გამარჯვებული. იური ჯორკაეფი (1968-):მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. სხვათა შორის, მას “ლიონში” არასდროს უთამაშია. ჟუნიონიო პერნამბუკანო (1975-):ლიონის “ოლიმპიკის” ლეგენდარული ფეხბურთელი. 2002-2008 წლებში მიჯრით გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. ერიკ აბიდალი (1979-):ლავალში დაიბადა, მაგრამ ახალგაზრდული კარიერა “ლიონ დუშერში” დაიწყო. მთავარ გუნდში 2004 წელს მოხვდა. ქარიმ ბენზემა (1987-):“ლიონის” აკადემიის საუკეთესო აღზრდილი. ევროპის ჩემპიონატზე უნდა ეთამაშა, მაგრამ სკანდალის გამო ნაკრებიდან მოკვეთილია. ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი სხვა ქალაქებიდან მანძილი სენტ ეტიენი – 65 კმ მარსელი – 315 კმ პარიზი – 465 კმ სენ დენი – 480 კმ ნიცა – 480 კმ ტულუზა – 540 კმ ბორდო – 555 კმ ლილი – 690 კმ დაშორება “სტად დე ლიონიდან” – ქალაქის ცენტრამდე 12 კმ, აეროპორტამდე 15 კმ. სტადიონი – “სტად დე ლიონი” ტევადობა:59 000 გუნდი:“ლიონი” გახსნა:2016 წლის იანვარი “ლიონის ყველა ბინადრის ოცნება ახდება”, - განაცხადა ქალაქ ლიონის მერმა ჟერარ კოლომბმა 2013 წლის ნოემბერში, როდესაც ჟან-მიშელ ოლასთან ერთად სტადიონის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ახალმა არენამ ძველი “სტად ჟერლანი” ჩაანაცვლა, რომელზეც “ლიონი” 1950 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და რომელმაც ევროპის 1984 წლის ჩემპიონატის 7 მატჩს უმასპინძლა, მათ შორის დანია – იუგოსლავიას (5:0) და ნახევარფინალს ესპანეთსა და დანიას შორის. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის თამაშებიც ჩატარდა “ჟერლანზე” მაგალითად ცნობილი მეოთხედფინალი გერმანიასა და ხორვატიას (0:3) შორის. ლიონის ახალი სტადიონი ოფიციალურად მიმდინარე წლის 9 იანვარს, ლიგა 1-ის კალენდარულ მატჩში “ტრუასთან” (4:1) თამაშით გაიხსნა. ევროპის ჩემპიონატზე ექვს თამაშს უმასპინძლებს ჯგუფური ეტაპი 13 ივნისი, 23:00 საათი. ბელგია – იტალია 16 ივნისი, 20:00 საათი. უკრაინა – ჩრდილოეთ ირლანდია 19 ივნისი, 23:00 საათი. რუმინეთი – ალბანეთი 22 ივნისი, 20:00 საათი. უნგრეთი – პორტუგალია მერვედფინალი 26 ივნისი, 17:00 საათი. A1 – 3C/D/E ნახევარფინალი 6 ივლისი, 23:00 საათი. 45-ე თამაშის გამარჯვებული – 46-ის გამარჯვებული ტეგები:
სტად დე ლიონი |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია