Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ავსტრიასთვის უნგრეთი აუღებელი ციხე-სიმაგრეა
2016-06-14 22:45 | ნახვები: 5155
hungary.jpg
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

F ჯგუფის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს „სტად დე ბორდოზე“ ავსტრიის და უნგრეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ და 1934 წლიდან დაწყებული ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა.

ავსტრიელებმა ბოლოს სწორედ შორეულ 1934 წელს დაამარცხეს მეზობელი ქვეყანა და მას შემდეგ გამართულ 15 მატჩში ამის გაკეთებას ვეღარ ახერხებენ.

დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მატჩის წინ ფავორიტებად ავსტრიელები მიიჩნეოდნენ, რადგან გაცილებით ცნობილი და ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მარსელ კოლერის გუნდში უმრავლესობა წამყვან ჩემპიონატებში (პრემიერლიგა, ბუნდესლიგა) ირჯებიან, რასაც უნგრელებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. თუმცა, თამაშის მიხედვით, ნამდვილად ვერ ვიტყოდით, რომ ავსტრიას მეტოქეზე უკეთესი მოთამაშეები ჰყავს, პირიქით...

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი სრულიად განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველ ნახევარში მცირე უპირატესობას ავსტრია ფლობდა, ხოლო მეორე 45 წუთში უნგრეთმა ძალიან მოუმატა და ყველა კომპონენტში დაჩაგრა მეტოქე.

ნომინალურ მასპინძლებს პირველივე წუთზე შეეძლოთ გატანა. უნგრელებმა საკუთარ ნახევარზე დაკარგეს ბურთი, რასაც დავიდ ალაბას შორეული გასროლა მოჰყვა, მაგრამ ბურთი ძელმა მოიგერია.

ამის შემდეგ გუნდებმა ერთმანეთის დაზვერვა დაიწყეს და საკუთარ შანსს ელოდებოდნენ. პირველ ტაიმში ინიციატივას მაინც ავსტრია ფლობდა, რაც ცენტრალური ნახევარმცველები ბაუმგარტლინგერისა და ალაბას კარგი თამაშის დამსახურებაა. „მადიარელთაგან“ კი, გამოჩეულნი კლეინჰეისლერი და გერა იყვნენ. ახალგაზრდა მოთამაშე შეტევაში აქტიურობდა, ხოლო 37 წლის გერა დაცვის წინ მოქმედებდა და მშვენივრად აზღვევვდა უკანახაზელებს.

მომდევნო ეპიზოდი ავსტრიას 35-ე წუთზე შეექმნა, ზლატკო იუნუზოვიჩი ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ 40 წლის მეკარემ გაბორ კირალმა დიდებულად ითამაშა და საკუთარი გუნდი იხსნა. აღსანიშნავია, რომ კირალმა რეკორდი დაამყარა და ის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა. რომელსაც ოდესმე ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია.

42-ე წუთზე ავსტრიელებს კიდევ ერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ჰარნიკმა ახლო მანძილიდან ვერ დაარტყა.

უნგრეთს ერთადერთი სახიფათო მომენტი პირველ ტაიმში 43-ე წუთზე შეექმნა, მაგრამ ბალაშ ჯუჯაკმა მახვილი კუთხიდან ოდნავ ააცილა.

შესვენებაზე ბერნდ შტოკმა შეგირდებს საჭირო დარიგებები მისცა, რამაც შედეგი გამოიღო და თამაშის სურათი რადიკალურად შეიცვალა. მოედანზე ერთი გუნდი თამაშობდა და ეს უნგრეთი იყო.

პირველი მომენტი „მადიარებს“ 55-ე წუთზე შეექმნათ - ჯუჯაკის შორეულ დარტყმას რობერტ ალმერი მომზადებული დაუხვდა.

მომდევნო სახიფათო ეპიზოდს კი გოლი მოყვა: კლეინჰეისლერისა და შალაის ლამაზ კომბინაციას ამ უკანასკნელის გოლი მოჰყვა.

ნომინალურ მასპინძლებს გააქტიურება მართებდათ და ამის გაკეთებას აპირებდნენ კიდეც, მაგრამ გეგმები გვარიანად აერიათ 66-ე წუთზე, როდესაც დრაგოვიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ავსტრია კაცნაკლული დარჩა. ამის შემდეგ უნგრეთს აღარ გასჭირვებია და რამდენიმე გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, 87-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ზოლტან შტიბერმა ლამაზი გოლით დასვა წერტილი და უნგრელებმა ევროპის ჩემპიონატი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყეს - 0:2.

ავსტრია - უნგრეთი 0:2 (0:0)

ბორდო, „სტად დე ბორდო“

ავსტრია (4-2-3-1): ალმერი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, კლეინი, ფუჩსი, გაუმგარტლინგერი, ალაბა, იუნუზოვიჩი (საბიტზერი 59), ჰარნიკი (შჰოფი 77), არნაუტოვიჩი, იანკო (ოკოტე 65).
მწვრთნელი: მარსელ კოლერი

უნგრეთი (4-1-4-1): კირალი, ლანგი, გუზმიცსი, ფიოლა, კადარი, გერა, კლეინჰესლერი (შტიბერი 79), ნაგი, ნემეტი (პინტერი 79), ჯუჯაკი, შალაი (პრისკინი 69).
მწვრთნელი: ბერნდ შტოკი

გოლები: 0:1 შალაი (62), 0:2 შტიბერი (87)
გაფრთხილებები: დრაგოვიჩი - ნემეტი
გაძევება: დრაგოვიჩი (66)
მსაჯი: კლემენტ ტურპინი (საფრანგეთი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.043126