Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ქალაქი ლიონი დიდი მატჩის წინ (სპეციალური რეპორტაჟი)
2016-06-13 11:06 | ნახვები: 129196
12345
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

მდინარე რონას ულამაზეს ხეობაში ჩაკარგულ ქალაქ ლიონში, ისევე როგორც ჭეშმარიტი ევროპის უმეტეს ალაგას, დღე დილის 5 საათიდან იწყება. ეს ცოტა არ იყოს წარმოუდგენელია ქართველისათვის, რომელიც შუადღისათვის საქმეების წამოწყებასა და დაგეგმვას შეეგუა და რომლისათვისაც ევროპა პირველ ყოვლისა მაინც სქელ ჯიბესთან ასოცირდება და არა უფრო მნიშვნელოვანთან - თავისუფლებასთან.

გაგიკვირდებათ და, მთელს ლიონში ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობას მხოლოდ დიდ თავშეყრის ადგილებზე და უმეტესად სტადიონის სიახლოვეს იგრძნობს ადამიანი. სხვა მხრივ ეს კოხტა და წარმოუდგენლად მშვიდი ქალაქი ჩვეულ ვითარებაში აგრძელებს ცხოვრებას და დასვენების დღეებში ყველაზე უკეთ ჩანს ადგილობრივების სიმშვიდისადმის ტრფობა და უპრობლემო თანაარსებობის სიყვარული.

ლიონში ყოველ ფეხის ნაბიჯზე სკვერები და მწვანე ზოლები შეგხვდებათ. სკვერების უმეტეს ნაწილი ადგილობრივი, საუბნო საამხანაგოს საკუთრებაა და იქ მხოლოდ ადგილობრივი კორპუსების მცხოვრებლებს უშვებენ, უფრო დიდ პარკებში კი ყველგან სპორტით დაკავებულ დიდ-პატარას გადააწყდებით და თუკი ერთგან კალათბურთის ბურთით ოფლმომდინარე ევროაფრიკელებს ნახავთ, სხვაგან არაბი ბავშვების მიერ ნათამაშები ფეხბურთით დატკბებით. მე თქვე გეტყვით და სირბილი დაეზარებათ და ბურთს დევნა.

სპორტით უფროსი ასაკის ადამიანებიც აქტიურად არიან დაკავებულები და გარიჟრაჟისას სასტუმროს აივნიდან დილით მორბენალ არაერთ ჭაღარა თავს დანახავთ.

ქალაქის უმთავრესი ტრასპორტი ტრამვაია, (აფსუს, აწმომსპარი თბილისური ტრამვაი!) მაგრამ ტრამვაიც კი მეორეხარისხოვანია, როდესაც ლიონის ყველა წერტილში ველოსიპედები ქირავდება და ადგილობრივების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით გადაადგილდება.

რაც ჩვენებურ ჯეელს ლიონში არ მოეწონება, ეს დასვენების დღეებში მაღაზიათა აბსოლუტური უმრავლესობისა და ბარების დაკეტვაა. ალბათ იშვიათად ნახავთ ქვეყანას, სადაც შრომით კანონმდებლობას ასე ზედმიწევნით იცავდნენ და ასე აფასებდნენ მონიჭებულ დასვენების უფლებას. მაგრამ რა უნდა ვუქნათ იმას, რომ ლიონში ჩასულ კაცს კორპუსების ძირში კოხტად, თბილისურად გამოდგმული “საუბნო მარკეტები“ენატრება?...

ლიონში ევროპის ჩემპიონატის ორი მატჩი გაიმართება. მათ შორის ერთ-ერთის - იტალია-ბელგიის მატჩის მხილველები დღეს გავხდებით. ქალაქში უფრო ხშირად ბელგიელ ქომაგებს დაინახავთ და იმედიანი განწყობა ყველას სახეზე აწერია. აქაურებს რა თქმა უნდა ძალიან არ მოსწორთ და არ სურთ ის, რაც რუსეთი-ინგლისისა და გერმანია-პოლონეთის მატჩის შემდეგ მოხდა. თუმცა, ლიონში მოთამაშე გუნდები - უკრაინის, ჩრდილოეთ ირლანდიის, იტალიისა და ბელგიის ნაკრებთა ქომაგების რუსებთან შედარება ჩვენი მხრიდან წარმოუდგენლად დიდი და აუხსნელი მკრეხელობა იქნებოდა.

ახლადგახსნილი და სპეციალურად ამ ჩემპიონატისათვის შემზადებული ლიონის ულამაზესი სტადიონის სალაროები კარგა ხნის წინ დაიხურა, რადგან, ჯერ კიდევ აპრილში, იტალია-ბელგის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ეს მატჩი ჯგუფური ეტაპის ყველაზე საინტერესო დაპირისპირებად ითვლება და დღეს მთელი ევროპის ყურადღება სწორედ ამ საოცარი სტადიონისკენ იქნება მოპყრობილი. ეს აბა რა გასაკვირია?

მატჩისათვის ლიონის ახლადგახსნილი ფანზონაც ემზადება და დიდ მონიტორებთან გულის ხეთქვისა და ლუდის წრუპვის მოყვარულებისათვისაც დიდი ამბები დატრიალდება დღეს. თუმცა, რატომ მხოლოდ ლუდი? ეს ხომ საფრანგეთია! ვითომ რატომ არ მეგობრობენ ფრანგული ღვინო და ფეხბურთი! აბა ერთი ლიონელებს კითხეთ მეგობრობენ თუ არა...

ლიონის სტადიონზე განვითარებული ამბების პერიპეტიებს, ჩამოსულ თუ ადგილობრივ ქომაგთა ფიქრებსა და ზრახვებს, ასევე საფრანგეთის სხვა ქალაქების საფეხბურთო და არამხოლოდ საფეხბურთო ამბებს სხვა სტატებში გამცნობთ. მანამდე ახლა კი თქვენ მანდედან ჩვენებური ლიხს აქეთ-იქეთური დიდებული ღვინით, მე კი აქედან ხელხელსაგოგმანები ვარდისფერი ფრაგული ღვინით შევსვათ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ეშხში შესვლის სადღეგრძელო!

ლევან სეფისკვერაძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ლიონიდან


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.100766