|
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა – ირლანდია
2016-06-06 16:15 | ნახვები: 7051
1
ირლანდიის ნაკრებმა მიჯრით მეორედ მოახერხა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა. ამჯერად ჩრდილოეთ ირლანდიელი მარტინ ონილის ხელმძღვანელობით. შეძლებს თუ არა ირლანდია ამჯერზე ჯგუფური ბარიერის დაძლევას ამას გავიგებთ, მაგრამ მანამდე მისი შანსი არცთუ ისე მაღალია. საკვალიფიკაციო ეტაპზე კელტები გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებებს ჩამორჩნენ და შესაბამისად ფინალური ეტაპზე გასასვლელი გზა გაირთულეს. ონილის გუნდს პლეი-ოფში მოუწია თამაში, სადაც წილისყრით ბოსნიას დაუპირისპირდა და ორმატჩიან ჭიდილში აჯობა კიდეც, თანაც დამსახურებულად. ბოსნიაში მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა, ხოლო დუბლინში მასპინძლებმა უფრო მეტად მოინდომეს და სტუმართა კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს. მთავარი მწვრთნელი - მარტინ ონილი გამოცდილმა მარტინ ონილმა ირლანდიის ნაკრები 2013 წელს ჩაიბარა, როდესაც სახელოვანი ჯოვანი ტრაპატონი ჩაანაცვლა. ონილს პირველივე ცდაზე გუნდის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაყვანა უდაოდ წარმატებად უნდა ჩავუთვალოთ. 64 წლის მწვრთნელს ძალზე მდიდარი კარიერა აქვს. მას სხვადასხვა პერიოდში წარმატებით უმუშავია გლაზგოს “სელტიკში”, “ასტონ ვილასა” და “სანდერლენდში”. ტიტულების რაც შეეხება – შოტლანდიის ჩემპიონობა სამჯერ იზეიმა “სელტიკში”, ამდენჯერვე მოიგო ქვეყნის თასი, ხოლო 2003 წელს უეფას თასის ფინალში გაიყვანა გლაზგოელები, სადაც “პორტუსთან” დამარცხდნენ. ურიგოდ, მას არც “ლესტერში” უმუშავია, “მელიებს” ორჯერ მოაგებინა ინგლისის ლიგის თასი. ონილის ხელმძღვანელობით ირლანდიის ნაკრებმა დღემდე 26 მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც 10 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა, ექვსჯერ მარცხი განიცადა (38.46% მოგება). შემადგენლობა მეკარეები:23. დარენ რენდოლფი (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), 16. შეი გივენი (“სტოკ სიტი”, ინგლისი), 1. კეირონ ვესტვუდი (“შეფილდ უენსდი”, ინგლისი) მცველები:2. სეიმუს კოულმენი (“ევერტონი”, ინგლისი), 15. საირუს კრისტი (“დერბი”, ინგლისი), 3. საირან კლარკი (“ასტონ ვილა”, ინგლისი), 5. რიჩარდ კეო (“დერბი”, ინგლისი), 4. ჯონ ოში (“სანდერლენდი” ინგლისი), 12. შეინ დაფი (“ბლექბერნი”, ინგლისი), 17. სტივენ უორდი (“ბარნლი”, ინგლისი) ნახევარმცველები: 7.ეიდენ მაკგიდი (“შეფილდ უენსდი”, ინგლისი), 11. ჯეიმს მაკლინი (“ვესტ ბრომვიჩი”, ინგლისი), 6. გლენ უელენი (“სტოკ სიტი”, ინგლისი), 13. ჯეფ ჰენდრიქსი (“დერბი”, ინგლისი), 18. დევიდ მელერი (“ჰალ სიტი”, ინგლისი), 22. სტივენ კეინი (“რედინგი”, ინგლისი), 8. ჯეიმს მაკარტი (“ევერტონი”, ინგლისი), 20. უესლი ჰულეჰანი (“ნორვიჩი”, ინგლისი), 19. რობი ბრეიდი (“ნორვიჩი”, ინგლისი), 14. ჯონათან უოლტერსი (“სტოკ სიტი”, ინგლისი) თავდამსხმელები:10. რობი კინი (“გალაქსი”, აშშ), 9. შეინ ლონგი (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), 21. დერილ მერფი (“იფსვიჩ თაუნი”, ინგლისი) სავარაუდო შემადგენლობა: (4-3-3):რენდოლფი; კოულმენი, დაფი, ოში, ბრეიდი; უელენი, ჰულეჰანი, ჰენდრიქსი; უოლტერსი, კინი, ლონგი ირლანდიის ნაკრების 23 კაციან განაცხადში 22 ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის ან ჩემპიონშიპის გუნდებში ირჯება. ერთადერთი გამონაკლისი გუნდის ვეტერანი და კაპიტანი რობი კინია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ლოს ანჟელეს “გალაქსიში” თამაშობს. იქედან გამომდინარე, რომ ონილს განსაკუთრებული არჩევანი არ აქვს, კინს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდეთ. სხვა თუ არაფერი, 35 წლის ფორვარდი ირლანდიის ნაკრების რეკორდსმენია გატანილი გოლებისა და ჩატარებული მატჩების მხრივ. მთავარი ვარსკვლავი: რობი კინი– უკვე ასეა ერთი ათეული წელიწადია. რობი კინი ირლანდიურ ფეხბურთში მართლაც შეუცვლელი ფიგურაა და მიუხედავად ასაკში ყოფნისა, დღესაც მისი მშობლიური ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. “გალაქსიში” წელს 6 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე 9 მატჩში გატანილი 5 გოლით შეეწია – ასე რომ, რობის ჩამოწერა აშკარად უადგილო იქნება. მთავარი იმედი: შეინ ლონგი- ინგლისური “საუთჰემპტონის” ფორვარდი ირლანდიის ნაკრების მთავარი თავდამსხმელია. 29 წლის შემტევს პრემიერლიგაში ნორმალური სეზონი ჰქონდა და 28 მატჩში მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო. განსაკუთრებით კარგი სეზონის ფინიში გამოუვიდა. ირლანდიის ნაკრებში კი დღემდე 63 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა. საკვალიფიკაციო ეტაპზე თავი 9 თამაშში სამჯერ გამოიჩინა. ევროპის ჩემპიონატების ისტორია ირლანდიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დიდი მიღწევებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის – მხოლოდ ორი მონაწილეობა და ორჯერვე კელტთა მთავარი გუნდი ქვეჯგუფში ჩარჩა. პირველად 1988 წელს გფრ-ში, ხოლო მეორედ ოთხი წლის წინ, უკრაინასა და პოლონეთში. კალენდარი ევრო 2016-ზე ირლანდია – შვედეთი 13 ივნისი, 20:00 საათი. სენ დენი, “სტად დე ფრანსი” ირლანდია ევრო 2016-ზე თამაშს შვედეთთან მატჩით დაიწყებს, რომელსაც აქამდე 10-ჯერ შეხვდა და უარყოფით ბალანსი გააჩნია: 3 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება. ბოლოს ეს ნაკრებები ერთმანეთს მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევში დაუპირისპირდნენ – სტოკჰოლმში გოლი არ გასულა, ხოლო დუბლინში მიუხედავად დასაწყისში რობი კინის მიერ გატანილი გოლისა, სტუმრებმა მოიგეს (2:1). ბელგია – ირლანდია 18 ივნისი, 17:00 საათი. ბორდო, “სტად დე ბორდო” ირლანდიის ნაკრები კარგი ისტორიით ვერც მეორე მოწინააღმდეგე ბელგიასთან იწონებს თავს. 3 მოგება, 5 ფრე, 5 წაგება – ასეთია დღემდე გამართული 13 დაპირისპირების შედეგი. მათ შორის, უდაოდ ყველაზე საინტერესო მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პლეი-ოფში გაიმართა – დუბლინში მატჩი ფრედ დასრულდა – 1:1, ხოლო ბრიუსელში ირლანდია 1:2 დამარცხდა და მუნდიალს მიღმა დარჩა. მოკლედ, ახლა, კელტებს რევანში აქვთ ასაღები. იტალია – ირლანდია 22 ივნისი, 23:00 საათი. ლილი, “სტად პიერ მორო” კიდევ უფრო ცუდი სტატისტიკა გააჩნია ონილის გუნდს იტალიის ნაკრებთან მიმართებაში – 13 თამაში, 2 მოგება, 3 ფრე და 8 წაგება. თუმცა აღნიშნული ორი მოგებიდან, ერთი 1994 წლის მუნდიალზე მოდის, როდესაც ირლანდიამ მომავალი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჯგუფში 1:0 დაამარცხა. მანამდე, 4 წლით ადრე, ასევე მუნდიალზე, ოღონდ რომში, “სკუადრა აძურამ” მოიგო მინიმალური ანგარიშით, თანაც მეოთხედფინალში. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, 2012 წელსაც ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინაც ბოლო ტურში წარსდგნენ ერთმანეთის წინაშე – გამარჯვება “აძურას” დარჩა (2:0) ანტონიო კასანოსა და მარიო ბალოტელის გოლებით. 2010 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში კი ბარიში 1:1, ხოლო დუბლინში 2:2 ითამაშეს. თამაში ისტორიიდან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი, ჯგუფური ეტაპი – 18 ივნისი, 1994. ნიუ ჯერსი, “ჯანსთ სთედიუმი” იტალია – ირლანდია 0:1 გოლი:0:1 ჰოუტონი (11) საუკეთესო შედეგი:ჯგუფური ეტაპი ორჯერ – 1988 და 2012 წლებში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:რობი კინი (67 გოლი) ყველაზე მეტი მატჩი:რობი კინი (143 თამაში) ტეგები:
ირლანდიის ეროვნული ნაკრები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია