Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
საფრანგეთი მერვედფინალის საგზურის გაფორმებას “ველოდრომზე” აპირებს
2016-06-15 09:32 | ნახვები: 6069
1234567
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

დღეს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი საფრანგეთი მეორე ტურის მატჩს ჩაატარებს. “მამლების” მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრებია, რომელთანაც ოფიციალურ შეხვედრებში ჩინებული სტატისტიკა აქვს – ამაზე ქვემოთ.

პირველ ტურში დიდიე დეშამის გუნდმა მძიმედ, მაგრამ მაინც დაამარცხა რუმინეთის ნაკრები დიმიტრი პაიეს მოხდენილი გოლით. როგორც ივარაუდება, დეშამი ალბანეთთან შემადგენლობაში ცვლილებებს აპირებს. კერძოდ, პირველი მატჩისგან განსხვავებით სასტარტოში არ იქნებიან ანტუან გრიზმანი და პოლ პოგბა. ფეხბურთელები, რომლებიც საფრანგეთის მთავარ ლიდერებად განიხილებოდნენ ტურნირის წინ. მათ სავარაუდოდ, ანტონი მარსიალი და კინგსლი კომანი ჩაანაცვლებენ. სხვა მხრივ, დიდიე დეშამმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მომავალი მეტოქე შეაქო და კომპლიმენტები უძღვნა. მისი თქმით, ალბანეთი ძალზე ორგანიზებული გუნდია და საფრანგეთი ფრთხილად უნდა იყოს. თუ, “ველოდრომზე” “სამფეროვნები” გაიმარჯვებენ მერვედფინალის საგზურს გაინაღდებენ, მაგრამ შესაძლოა, ამისთვის ერთი ქულაც ეყოთ. თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, მასპინძლებმა ფრეზე ითამაშონ.

თავის მხრივ, თავიანთი ამოცანები რაღა თქმა უნდა, ალბანეთის ნაკრებსაც აქვს გადასაჭრელი და თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი ტურის მერე უქულოდაა, დღეს მარსელში ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არ წააგოს. ჯანი დე ბიაზის განცხადებით, იგი საფრანგეთის ნაკრებს კარგად იცნობს და მისი გუნდი მზადაა დღევანდელი შეხვედრისთვის. ალბანეთს ფრანგებთნ მნიშვნელოვანი დანაკლისი ექნებათ – პირველ მატჩში მოედნიდან გაძევებული კაპიტანი ლორიკ სანა დისკვალიფიკაციას იხდის.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს – საფრანგეთის და ალბანეთი აქამდე ოფიციალურ მატჩებში ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ და ფრანგებმა ოთხჯერვე იმარჯვეს, ბურთების შეფარდება: 11:1-თან. თუმცა, ბოლო ორ წელიწადში ალბანეთმა “მამლებთან” არაფერი დათმო და ჯერ სტუმრად დაუზავდა 2014 წელს (1:1), ხოლო ზუსტად ერთი წლის წინ, 13 ივნისს, საერთოდ 1:0 მოუგო. ორივე ზემოხსენებული თამაში ამხანაგურის ხასიათს ატარებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის ნაკრებს მიჯრით 5 მატჩი აქვს მოგებული, ხოლო უკანასკნელი 11 თამაშიდან 10 საერთოდ მოიგო. მოკლედ, დეშამის ბიჭები ჩინებული სერიის გაგრძელებას გეგმავენ. ალბანეთის ნაკრებმა კი, თავის მხრივ ბოლო ხუთი მატჩიდან მხოლოდ ორში მოახერხა გამარჯვების მოპოვება და სამჯერ დამარცხდა.

დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ბრწყინვალე ატმოსფერო და ცხელი ქომაგობა იქნება. ახალ “ველოდრომზე” სხვანაირი სიტუაცია წარმოუდგენელია. ყოველთვის მიყვარს აქ დაბრუნება და იმ ადამიანების ნახვა, რომლებთანაც ერთად ფეხბურთელობისა და მწრთნელობის პერიოდში კარგი დრო მაქვს გატარებული. საოცარი ქომაგობა იყო 1998 წელსაც. არაფერს ვამბობ ფეხბურთელებზე, ჩვენ ისტორიაში შევედით, მაგრამ საფრანგეთში გულშემატკივრობაც განსაკუთრებული იციან.

რაც შეეხება დღევანდელ მეტოქეს – ალბანეთი ორგანიზებული გუნდია, რომლის იტალიელმა მწვრთნელმა წარმოუდგენლად დიდი სამუშაო გასწია. ისინი თავს კარგად იცავენ, მაგრამ დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლაც შეუძლიათ. თამაშის დროს დიდ სამუშაოს ასრულებენ, რაც შვეიცარიასთან მატჩშიც დამტკიცდა”.

ჯანი დე ბიაზი (ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საფრანგეთის ნაკრებს ძალიან კარგად ვინცობთ. ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობენ და ეს რაღა თქმა უნდა, დიდი უპირატესობაა. ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმუმს მივაღწიოთ, რაც მთავარია საგოლე მომენტები არ უნდა გავანიავოთ. ჩვენ კარგად ვითამაშეთ შვეიცარიის წინააღმდეგ, კარის წინ მარტო დარჩენილებს რამდენიმე კარგი შანსიც გვქონდა.

ახლა გაცილებით მაღალი რანგის ნაკრებს ვხვდებით, რომელიც ჩვენზე ბევრად უკეთესია. კინგსლი კომანი გასულ სეზონში ძალიან გაიზარდა, ნგოლო კანტე კი პრემიერლიგის და ალბათ, მთლიანად ევროპული ფეხბურთის მთავარი სიურპრიზი გახლდათ.

სავარაუდო შემადგენლობები:

საფრანგეთი – ალბანეთი

მარსელი, “ველოდრომი”

15 ივნისი, 23:00 საათი

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი; სანია, რამი, კოშელნი, ევრა; კანტე, მატუიდი; კომანი, პაიე, მარსიალი; ჟირუ

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

ალბანეთი (4-2-3-1): ბერიშა; ჰისაი, აიერი, მავრაი, აგოლი; კუკელი, ჯაკა; როში, აბრაში, ლენიანი; სადიკუ

მწვრთნელი: ჯანი დე ბიაზი

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.046931