|
ევრო 2016-ის მასპინძელი სტადიონები – “სტად დე ფრანსი”
2016-06-08 14:21 | ნახვები: 5848
1
Worldsport.ge წარმოგიდგენთ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მასპინძელ სტადიონებს. ახლა ჩვენ ტურნირის ყველაზე სახელოვანი და დიდი არენის, “სტად დე ფრანსის” შესახებ ვისაუბრებთ, რომელზეც ტურნირის გახსნისა და ფინალური შეხვედრები გაიმართება. სენ დენი – “სტად დე ფრანსი” სენ დენის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღე 1995 წლის 6 სექტემბერს დადგა, როცა ულამაზესი “სტად დე ფრანსის” მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. არენა 80 ათასს ადამიანზეა გათვლილი და სპეციალურად მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატისთვის აშენდა. “სტად დე ფრანსი” 1998 წლის იანვარში გაიხსნა საფრანგეთისა და ესპანეთის ამხანაგური თამაშით, რომელიც მასპინძლებმა ზინედინ ზიდანის გოლით მოიგეს. სიმბოლურია, რომ ლეგენდარულ არენაზე პირველი გოლი იმ ფეხბურთელმა გაიტანა, რომელმაც იმავე სტადიონზე ცოტა ხანში “მამლებს” მსოფლიო თასი მოაგებინა. აღნიშნულ სტადიონზე 1998 წლის მუნდიალზე გამართული თამაშებიდან უდაოდ გამორჩეულია სამი თამაში: საფრანგეთი – იტალია, ხორვატია – საფრანგეთი და საფრანგეთი - ბრაზილია. საფრანგეთის ნაკრები ძირითადად სწორედ სენ დენიში ატარებს საშინაო მატჩებს და აქამდე 75 მატჩში მხოლოდ 11-ჯერ დამარცხებულა. ცნობილი ფეხბურთელები აზედინ მეგელატი (1960-):“ისტრის” მთავარი მწვრთნელი. ასევე უმუშავია “რასინგში”. ოლივერ ტომასი (1974-):“ტრუასთან” ერთად უეფას ინტერტოტოს თასი მოიგო 2001 წელს. ამჟამად საფეხბურთო აგენტია. გრეგორი სერდანი (1982-):“გინგამის” ცეტრალური მცველი. მას კარიერის დიდი ნაწილი “ლე მანში” აქსვ გატარებული (2003-2011). ჟან-კრისტოფ ბაჰებეკი (1993-):“პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი. მან ფიფას 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო 2013 წელს. ჯონათან კოჯია (1989-):“რეიმსში” გატარებული ექვსი სეზონის შემდეგ კარიერა “ანჟერში” გააგრძელა. იცით თუ არა, რომ?– ყოველ წელს “სტად დე ფრანსს” 30 ათასამდე დამთვალიერებელი ჰყავს მას შემდგომ, რაც საფრანგეთმა 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი სხვა ქალაქებიდან მანძილი პარიზი – 15 კმ ლანსი – 195 კმ ლილი – 215 კმ ლიონი – 480 კმ სენტ ეტიენი – 540 კმ ბორდო – 600 კმ ტულუზა – 695 კმ მარსელი – 790 კმ ნიცა – 955 კმ სტადიონი – “სტად დე ფრანსი” ტევადობა:80 000 გუნდი:საფრანგეთის ნაკრები გახსნა:1998 წლის იანვარი სტადიონი 1998 წლის მუნდიალისთვის აშენდა. “სტად დე ფრანსზე” ფეხბურთის გარდა იმართება სარაგბო მატჩები, ასევე მძლეოსნობის ტურნირები. აღსანიშნავია, რომ “სტად დე ფრანსი” ერთადერთი სტადიონია, რომელსაც ორი სხვადასხვა სახეობის ფინალისთვის უმასპინძლია: 1998 წელს ფეხბურთის მუნდიალის გადამწყვეტი მატჩისთვის, ხოლო 2007 წელს რაგბში სამხრეთ აფრიკისა და ინგლისის თამაშს უმასპინძლა. ამავე არენაზე უკვე ორჯერ გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი: 2000 წელს “რეალსა” და “ვალენსიას” შორის, ხოლო 2006 წელს “ბარსელონასა” და “არსენალს” შორის. ევროპის ჩემპიონატზე შვიდ თამაშს უმასპინძლებს ჯგუფური ეტაპი 10 ივნისი, 23:00 საათი. საფრანგეთი – რუმინეთი 13 ივნისი, 20:00 საათი. ირლანდია – შვედეთი 16 ივნისი, 23:00 საათი. გერმანია – პოლონეთი 22 ივნისი, 20:00 საათი. ისლანდია – ავსტრია მერვედფინალი 27 ივნისი, 20:00 საათი მეოთხედფინალი 3 ივლისი, 23:00 საათი ფინალი 10 ივლისი, 23:00 საათი ტეგები:
სტად დე ფრანსი |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია