იტალიის ეროვნული ნაკრებისთვის ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე მეორე ტური ტაბუირებულია. “სკუადრა აძურამ” დიდ ტურნირებზე მეორე ტურში ბოლოს 16 წლის წინ, ევრო 2000-ზე მოიგო, როცა მასპინძელ ბელგიას 2:0 აჯობა. მას მერე კი მიჯრით 7 თამაშია ვერ იგებს.
2002-ში იტალიელებმა ხორვატიასთან წააგეს (1:2), ორი წლის მერე შვედეთთან ფრე 1:1, 2006 წელს აშშ-სთან 1:1, 2008 წელს რუმინეთთან 1:1, 2010 წელს ახალ ზელანდიასთან 1:1, 2012 წელს ხორვატიასთან 1:1 და 2014 წელს კოსტა რიკასთან 0:1. მოკლედ, ერთობ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას დღეს “სკუადრა აძურა” შვედეთთან შეხვედრაში შეეცდება და რამდენად შეძლებს, ეს საღამოს გვეცოდინება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია