Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ისლანდიელები რონალდუს დასცინიან
2016-06-15 21:47 | ნახვები: 9561
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

პორტუგალიელებმა ევრო 2016-ის F ჯგუფის პირველ მატჩში ისლანდიელებს ვერ მოუგეს (1:1) და იმედგაცრუების გარდა მეტოქეთა დასაცინიც გახდნენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ შეხვედრის წინა დღეს ისლანდიელმა შოუმენმა ჰაფტურ ბიარნსონმა, რომელიც ერთ-ერთ პოპულარულ ტელსერიალში საშინელი იერსახის მთაკაცის როლს ასრულებს, რონალდუს სახუმარო ვიდეო გაუვრცელა და ობიექტივში მხეცური გრიმასით წარმოთქვა: “მე ჰაფტურ ბიარნსონი ვარ – მთაკაცი. კრიშტიანუ რონალდოსთვის გზავნილი მაქვს. მომისმინე, ვიცი, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრების წინააღმდეგ აპირებ თამაშს. აბა, გაბედე და გაგვიტანე. მოგძებნი და თავს ისე გაგიჭეჭყავ, როგორც ეს წითელ გველს დავმართე.
ძნელი სათქმელია, ნახა თუ არა რონალდუმ ეს კლიპი, მაგრამ ფაქტია, რომ ისე თამაშობდა, თითქოს ეშინიაო. ნამატჩევს პრესკონფერენციაზე კი ბრაზისგან თავი ვერ შეიკავა და ისლანდიელებს მისდგა: ”როგორ არ უნდა გეწყინოს, - თქვა რონალდუმ, - გასამარჯვებლად ყველაფერს ვაკეთებდით, ისლანდია არაფერს. მთელი 90 წუთის განმავლობაში თავს იცავდნენ. დაცვა, დაცვა, დაცვა… ეს ფეხბურთი არ არის, უბრალოდ გაუმართლათ. ახლა კი ისე ზეიმობენ, თითქოს ევროპის ჩემპიონატი მოეგოთ. ძალიან შეზღუდული ხალხია. ამას მათი სათამაშო სტილიც ადასტურებს. არანაირი მიზანი არ აქვთ, რისთვის ჩამოვიდნენ ტურნირზე?”
ამის შემდეგ ისლანდიელთა ბანაკში ამბავი ატყდა…
პირველი კრიშტიანუს ვიკინგების მცველი კარი არნასონი გამოეხმაურა: “რონალდუ უბრალოდ საცოდავი ადამიანია. აი, ზუსტად ასეთი ქცევების გამო ვერასოდეს გაუტოლდება მესის. ეწყინა რომ ვერ მოიგო? აბა, რას ელოდა? “ბარსელონასავით” თავქუდმოგლეჯილები გავიქცეოდით შეტევაში? ჩვენ მოგვეხსენება რაც შეგვიძლია და ისიც კარგად ვიცით, შედეგს როგორ მივაღწიოთ. კრიშტიანუს კი არაფერი გამოუვიდა. ერთთავად “ყვინთავდა.” არადა, პერსონალური მეურვე არ მიგვიჩენია. და საერთოდ, მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა”.
მერე საქმეში ჩრდილოელების მეკარე ჰანეს ჰალდურსონი ჩაერთო: “რონალდუს სიტყვები ბანალური უპატივცემულობაა ჩვენი გუნდის მიმართ. ჩვენ ღირსეულად გავიარეთ რთული შესარჩევი ჯგუფი და დამსახურებულად მოვხვდით ევროზე. შეიძლება რონალდუ იმაზე გაბრაზდა რომ ვერაფერი გააწყო იმ ქვეყნის ნაკრებთან, რომლის მოსახლეობა სულ 330 ათასი ადამიანია. დიახ, ჩვენ დაცვითი
სტილი გვაქვს, მაგრამ იმდენივე გავიტანეთ, რამდენიც პორტუგალიამ. კიდევ არის კითხვები?”.
კრიშტიანუ ისედაც ბევრ ადამიანს არ უყვარს ყოყლოჩინა ხასიათის გამო. ამ სიტყვების შემდეგ კი სოციალური ქსელები გაივსო მისი კარიკატურებითა და დამცინავი კომენტარებით.
ახლა, რონალდუს კიდევ ორი მატჩი დარჩა ჯგუფში ავსტრიასთან და უნგრეთთან, რომელთა მცველებიც ასევე გასაქანს არ მისცემენ მას. საინტერესოა, რას იტყვის მადეირელი კოხტაპრუწა ის თამაშებიც რომ ვერ მოიგოს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.040731