ძიუდო

18:46 | 5.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუხუმ ჩხვიმიანის ოქროს მედალი ყაზანის გრანდ სლემზე

დღეს ძიუდოში სტარტი აიღო ყაზანის გრანდ სლემმა, რომლის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა.

60 კგ წონით კატეგორიაში ჩხვიმიანმა პირველი შეხვედრა კამერუნელ ბერნადინ ტსალა ტსალას მოუგო, შემდეგ პორტუგალიელ კოშტა როდრიგო ლოპეშს აჯობა, რასაც ჩეხ დავიდ პულკრაბეკთან გამარჯვება მოჰყვა და ნახევარფინალში გავიდა. ლუხუმმა ამ ეტაპზე რუსი რამაზან აბდულაევი იპონით დაამარცხა და ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეს გაეჯიბრა, რომელსაც აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა.

66 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ბაგრატ ნინიაშვილს, რომელმაც სერბი სტრაჰინია ბუნჩიჩი, მოლდოველი დენის ვიერუ, საუდის არაბეთის წარმომადგენელი აბდულაზიზ ალბაში და რუსი არამ გრიგორიანი დაამარცხა. ნინიაშვილმა ნახევარფინალში კიდევ ერთ რუს მურად ჩოპანოვთან წააგო და ფინალს მიღმა დარჩა, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის ყაზახ იესეტ კუანოვს დაუპირისპირდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც მარცხი განიცადა და დიდებულად დაწყებული გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა.

ქალთა შორის ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ) შვეიცარიელ ფაბიენ კოხერთან პირველივე ბრძოლა წააგო და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.

0.149275