ჩოგბურთი

2:44 | 6.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი ბარტიმ კვიტოვაც დაამარცხა და მადრიდის ღიას ნახევარფინალში გავიდა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ, მადრიდის ღია პირველობის მეოთხედფინალში, ტურნირის სამგზის ჩემპიონი, ჩეხი პეტრა კვიტოვა 6-1, 3-6, 6-3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანელი პაულა ბადოსა იქნება.

ბარტისთვის ეს თიხნარზე მოპოვებული ზედიზედ მე-15 გამარჯვებაა. ამასთან, ტოპ ოცეულის ჩოგბურთელებთან, ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება ბადოსას, ეს არის ჩოგბურთელი, ვისგანაც ბარტიმ თებერვლის შემდეგ, ერთადერთი მარცხი იწვნია.

პირველ სეტში კვიტოვა არასტაბილური იყო, რითაც მეტოქეს დომინირების საშუალება მისცა. ჩეხმა სეტის განმავლობაში 11 უნებლიე და ერთხელ ზედიზედ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

მეორე წრეში კვიტოვამ თამაში გამოასწორა და ბრეიკსაც მიაღწია, რიტაც სეტებში ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ გადამწყვეტ სეტში ავსტრალიელი უფრო სტაბილური იყო, კვიტოვა კი წაღმა დარტყმებისას უშვებდა შეცდომებს. ბარტიმ სეტის დასაწყისშივე მიაღწია ბრეიკს, რამაც საბოლოოდ, გამრჯვებამდე მიიყვანა.

თეგებიეშლი ბარტი
0.121908