|
ჟირუმ შესაძლოა გერმანიასთან ვერ ითამაშოს
2016-07-06 14:06 | ნახვები: 5127
1
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ოლივერ ჟირუმ შესაძლოა გერმანიასთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი გამოტოვოს. როგორც RMC-ი იუწყება, 29 წლის ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებს, რის გამოც 5 ივლისს ვარჯიში გამოტოვა. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმისაა დაზიანება. ნახევარფინალური შეხვედრა 7 ივლისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ლონდონის "არსენალის" ფორვარდმა მიმდინარე ტურნირზე 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია