ფეხბურთი

15:44 | 6.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბირმინგემში?

ჩემპიონთა ლიგის ფინალი „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შორის, შესაძლოა, ინგლისში ჩატარდეს.

Sky Sports-ის ჟურნალისტი, რობ დორსეტი, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ასტონ ვილამ“ ალტერნატიულ ვარიანტად უეფას თავისი „ვილა პარკის“ სტადიონი შესათვაზა ბირმინგემში.

ცნობაში ისიც წერია, რომ ბირმინგემის სტადიონზე გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი მოსამზადებლად.

უეფას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლში, „ათათურქის“ სტადიონზეა დაგეგმილი 29 მაისს.

0.150025